რუსი მილიარდერი, ლუკოილის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, ალექსანდრე სუბოტინი მოსკოვის მახლობლად, მიტიშჩიში შამანების მიერ ჩატარებული სეანსის შემდეგ გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამარხ- Mash-ზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი შამანი მაგუა და მისი მეუღლე სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ, მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს ეგზოტიკური ცხოველების დახმარებით - კერძოდ, იყენებენ შხამიან გომბეშოს, აკეთებდნენ ნაკვეთ ჭრილობას ადამიანის სხეულზე, აწვეთებენ გომბეშოს შხამს, რაც იწვევს გულისრევას, ასევე რიტუალს სულების დახმარებით ახორციელებდნენ, რაშიც ასევე, გომბეშოს შხამს და მამლის სისხლს იყენებდნენ.
როგორც ცნობილია სუბოტინი გამუდმებით სარგებლობა შამანისა და მისი მეუღლის მომსახურებით - ამჯერად მილიარდერმა მათ დახმარება "პახმელიასთან" გასამკლავებლად სთხოვა.
შამანის მიერ გამართული სესიის დროს კაცი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ შამანმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა და კორვალოლის გამოყენებით შემოიფარგლა. მოგვიანებით კი სუბოტინი გარდაიცვალა.
ალექსანდრე სუბოტინი იყო "სავაჭრო სახლი LUKOIL"-ის გამგეობის წევრი. მისი ძმა ვალერი სუბოტინი კი ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი ნავთობის მომარაგებისა და გაყიდვების საკითხებში.
კომპანიის დატოვების შემდეგ, ალექსანდრე სუბოტინი ხელმძღვანელობდა ახალ სატრანსპორტო კომპანიას ლენინგრადის რეგიონის ქალაქ ვისოცკში.

კომენტარები
კატეგორიები
მარკეტინგი
ცხელი ამბები

"გორში საბჭოთა სიმბოლიკის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა" - მედია
9-05-2022, 19:17

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1-05-2022, 23:44