,,ანი სხვას არასდროს სვამდა საჭესთან, ამ გამონაკლისის გარდა… ალბათ გზაში რამის საყიდლად გაჩერდნენ და შემდეგ დაჯდა აჩი საჭესთან” – ტრაგედიის ახალი დეტალები

,,ანი სხვას არასდროს სვამდა საჭესთან, ამ გამონაკლისის გარდა… ალბათ გზაში რამის საყიდლად გაჩერდნენ და შემდეგ დაჯდა აჩი საჭესთან” – ტრაგედიის ახალი დეტალები

გო­ნი­ო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა.

,,ბმვ-ს” ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან მყოფ­მა მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და იქვე გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო მანქანას და­ე­ჯა­ხა.

შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ,,ბმვ-ს” მარ­კის მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, ანა მა­ხა­რა­ძე, მეგი ჯა­ი­ა­ნი და სა­ლო­მე გორ­გა­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მძღო­ლი და კი­დევ ერთი ბიჭი ავა­რი­ის დროს და­შავ­და.

აჩი დე­ვა­ძე ბა­თუ­მე­ლია და ის ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბის მე­გო­ბა­რი იყო. მე­გობ­რის, 19 წლის ანა მა­ხა­რა­ძის მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან იჯდა იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს.

,,ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვე­ბი არ მაქვს. მან­ქა­ნა ანის ეკუთ­ვნო­და, სხვა მან­ქა­ნაც ჰყავ­და მას და ეგ “ბმვ” თა­ვის­მა ძმამ უყი­და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ. ანის სხვე­ბის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ უყ­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სხვას არას­დროს სვამ­და სა­ჭეს­თან. ამ გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. შემ­თხვე­ვაც ბა­თუ­მი­დან სარ­ფის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. მე­გობ­რე­ბი ერ­თად სა­ყიდ­ლებ­ზე თურ­ქეთ­ში უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ იმ კონ­კრე­ტულ დღეს.

ანის დედა სარფში მუ­შა­ობს და ანიც თით­ქმის ყო­ველ დღე გად­მო­დი­ო­და სარფში. ისიც ვიცი, რომ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლამ­დე ანი მარ­თავ­და მან­ქა­ნას. ვფიქ­რობ გზა­ში გა­ჩერ­დნენ რა­მის სა­ყიდ­ლად და მა­შინ მოხ­და სა­ჭეს­თან მძღო­ლის ცვლი­ლე­ბა. სა­ჭეს­თან ანას მე­გო­ბა­რი, აჩი დე­ვა­ძე იჯდა. არ ვიცი რა­ტომ დას­ვა ის სა­ჭეს­თან. თა­ვად ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. სხვე­ბის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ უყ­ვარ­და… დატ­რი­ალ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში 19 წლის ანა მა­ხა­რა­ძის მე­გო­ბა­რი.

წყარო: ambebi გე

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს…” – როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა: ახალი დეტალები
“წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს…” – როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა: ახალი დეტალები
06.06.25, საზოგადოება
მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
29.05.25, სპორტი
ვარსკვლავების იმპერიის” მფლობელი და მძიმე გზა ნარკოტიკებისგან თავის დასაღწევად: ვინ არის ნუცა ბუზალაძის მილიონერი რჩეული – 26-წლიანი სხვაობა და კონკურსში დაწყებული “ლავსთორი”
ვარსკვლავების იმპერიის” მფლობელი და მძიმე გზა ნარკოტიკებისგან თავის დასაღწევად: ვინ არის ნუცა ბუზალაძის მილიონერი რჩეული – 26-წლიანი სხვაობა და კონკურსში დაწყებული “ლავსთორი”
09.06.25, საზოგადოება
,,ის შეპყრობილი იყო საკუთარი მოკვდაობით… იტარებს ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურებს, როგორიცაა…” – რას ამბობს ბაჩიაშვილი ივანიშვილზე?
,,ის შეპყრობილი იყო საკუთარი მოკვდაობით… იტარებს ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურებს, როგორიცაა…” – რას ამბობს ბაჩიაშვილი ივანიშვილზე?
27.05.25, პოლიტიკა