დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ ცოლ-ქმარი იმსხვერპლა! – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია?- დეტალები

დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ ცოლ-ქმარი იმსხვერპლა! – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია?- დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბაკიშლარში დიდი სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა „ვაზ 21-07“-ს დაეჯახა, რომელსაც სოფელში მცხოვრები 65 წლის მატლაბ ნოვრუზოვი მართავდა.

მომხდარის შედეგად „ვაზ 21-07“ მარკის ავტომანქანის მძღოლი მატლაბ ნოვრუზოვი და მისი მეუღლე თამილა ნოვრუზოვა დაიღუპა.

სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბაბაქიშლერის ცენტრალურ გზაზე დარვაზისა და კიდევ რამდენიმე სოფლის მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ამისთვის შესაბამისი უწყებებისგან სოფლის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ტრამპლინების დამონტაჟებას ითხოვენ.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია