“ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი… იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა” – ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

“ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი… იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა” – ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მე­გო­ბარ­სა და ყო­ფილ კო­ლე­გას ემო­ცი­უ­რი პოს­ტით იხ­სე­ნებს. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ბო­ლოს ჯაჭვლი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ნახა.

“8 თე­ბერ­ვა­ლი ეს ის თა­რი­ღია რო­მელ­მაც მი­თხრა სოსო უფალ­თან წა­ვი­და… იცი სოსო მთე­ლი ეს წლე­ბი რაც ერ­თად ვი­ა­რეთ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა სირ­თუ­ლის, სა­დაც სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო მე სულ შენი იმე­დი მქონ­და და იცი რა­ტომ?! იმი­ტომ რომ მჯე­რო­და შენი უღა­ლა­ტო­ბის! ქრის­ტეს შო­ბამ­დე მომ­წე­რე როცა ჩა­მოხ­ვალ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან მოდი მნა­ხეო…. 6 იან­ვარს შეგ­ხვდი და იქაც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­მა­ვალ­ზე მე­სა­უბ­რე ის სი­ტყვა რაც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე ვთქვით 2011 წლის 25 დე­კემ­ბერს, ის ბო­ლომ­დე გაგ­ვე­ტა­ნა ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბით! იცი სოსო მე შენი იმე­დი მაქვს რომ არ დამ­ტო­ვებ სა­დაც არ უნდა იყო ჩემ­თან იქ­ნე­ბი იმ უტე­ხი სუ­ლით რო­მელ­საც მე ასე ვა­ფა­სებ­დი და მჯე­რო­და ყო­ველ­თვის!…

6 იან­ვარს ბო­ლოს როცა გემ­შვი­დო­ბე­ბო­დი გახ­სოვს ხელს რომ მი­მა­ლავ­დი?! იმ ნა­ტანჯ ხელს, რო­მე­ლიც და­სე­რი­ლი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და?!მი­მა­ლავ­დი რად­გან არ გინ­დო­და ეგ ნა­ტან­ჯი ხელი მე­ნა­ხა იმი­ტომ რომ არ მტკე­ნო­და, კი­დევ გინ­დო­და შენ­გან იმე­დით სავ­სე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ხელს პლე­დი გა­და­ფა­რე…. ამ პრო­ცეს­ში მივ­ხვდი რომ უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი უტე­ხი გმი­რი იყო ჩემს თვალ­წინ რო­მე­ლიც სიკ­ვდილს უტე­ხად ებ­რძო­და და ამას­თა­ნა­ვე ერ­თგუ­ლე­ბა­ზე მო­მა­ვალ ბრძო­ლა­ზე ძა­ლას და იმედს მა­ტან­დი… მოგ­კი­დე ხელი და­გი­კოც­ნე ეგ ერ­თგუ­ლე­ბით სავ­სე ხელი და შუბ­ლზე მივ­დე და გი­თხა­რი, მე­ი­მე­დე­ბი…. იცით?! ასე რომ მო­ვე­ფე­რე არ ელო­და და მი­თხრა… შენ შე­მო­გევ­ლე! შენ!…. ” – წერს კურ­ტა­ნი­ძე.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია