საშინელი ტრაგედია დატრიალდა – რას წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა

საშინელი ტრაგედია დატრიალდა – რას წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა

⬛️ საშინელი ტრაგედია დატრიალდა უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის თავს,რის შედეგადაც ათეულობით ოფიცერი და სამოქალაქო პირია დაღუპული – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს.

,,საქმე ის გახლავთ, რომ ზაპოროჟიის ფრონტისპირა დასახლებაში, ბრიგადის მეთაურმა გადაწყვიტა სამახსოვრო დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო, უკრაინაში არტილერისტის დღის აღნიშვნით, თუმცა, როგორც ჩანს, ინფორმაციამ გაჟონა და რუსული სარაკეტო დარტყმა ამ დასახლებაში სწორედ იმ დროს განხორციელდა, როცა თითქმის მთელი ბრიგადა ხაზზე იყო მოწყობილი, რამაც, ცხადია, დიდი მსხვერპლი გამოიწვია – დაღუპულთა უმრავლესობა ოფიცერია.” – წერს ლაშა ბერულავა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია