ვარსკვლავების იმპერიის” მფლობელი და მძიმე გზა ნარკოტიკებისგან თავის დასაღწევად: ვინ არის ნუცა ბუზალაძის მილიონერი რჩეული – 26-წლიანი სხვაობა და კონკურსში დაწყებული “ლავსთორი”

"ვარსკვლავების იმპერიის" მფლობელი და მძიმე გზა ნარკოტიკებისგან თავის დასაღწევად: ვინ არის ნუცა ბუზალაძის მილიონერი რჩეული - 26-წლიანი სხვაობა და კონკურსში დაწყებული "ლავსთორი"

28 წლის ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ვარ­სკვლავ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს პი­რა­დად გა­უ­ზი­ა­რა. მისი რჩე­უ­ლი 55 წლის ამე­რი­კე­ლი აგენტს და­რენ პრინ­სია. წყვილს შო­რის 26-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბაა. ნუცა წერს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ტრაქ­ტით და­ი­წყო, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ გრძნო­ბე­ბი გაღ­რმავ­და და ახლა თავს „დე­დოფ­ლად“ გრძნობს.

ნუცა ემო­ცი­უ­რად წერს:

“მე ვთქვი დიახ!!! ჩემს სუ­პერ აგენტს, ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს და ახლა… ჩემს მო­მა­ვალ ქმარს, Darren ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მა­შინ შე­მო­ვი­და, როცა American Idol ის ფი­ნალ­ში ვმღე­რო­დი. ის არ იყო უბ­რა­ლოდ აგენ­ტი, ის იყო სუ­უ­უ­უ­პერ აგენ­ტი! მას შემ­დეგ რაც კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე მის კომ­პა­ნი­ას­თან, ყო­ველ­თვის ჩემ­ზე მთე­ლი გუ­ლით ზრუ­ნავ­და და ჩემი კა­რი­ე­რის­თვის შე­უძ­ლე­ბელს აკე­თებ­და.“

ვინ არის და­რენ პრინ­სი?

ცნო­ბი­ლი სპორ­ტი­სა და შოუ-ბიზ­ნეს აგენ­ტი — Magic Johnson‑ის, Hulk Hogan‑ის, Larry Bird‑ის და სხვა­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი; “Aiming High” წიგ­ნის ავ­ტო­რი და ად­ვო­კა­ტი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში.

25+ წე­ლია ამ სფე­რო­შია და PMG‑ს მეშ­ვე­ო­ბით 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტებს აწარ­მო­ებს. ის თა­ვა­დაც თვი­თო­ნაც იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა 14 წელ­ზე მე­ტია სუფ­თაა და აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა სხვებს ამ გზა­ზე.

და­რენ პრინ­სი – სპორ­ტი­სა და გარ­თო­ბის სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა, წიგ­ნის „Aiming High“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც დღეს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­თან ბრძო­ლის გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რია. თუმ­ცა ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­მა დგას სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლით სავ­სე გზა — გულ­წრფე­ლი ბრძო­ლა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და, მე­ო­რე სი­ცო­ცხლე სხვა­თა დახ­მა­რე­ბა­ში.

კა­რი­ე­რა: ვარ­სკვლა­ვე­ბის იმ­პე­რია

და­რენ პრინ­სი ხელ­მძღვა­ნე­ლობს Prince Marketing Group‑ს (PMG) – სპორ­ტი­სა და შოუ-ბიზ­ნე­სის სა­ა­გენ­ტოს, რო­მე­ლიც 25 წელ­ზე მე­ტია, ქმნის მულ­ტი­მი­ლი­ო­ნი­ან კონ­ტრაქ­ტებს. PMG‑მა 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რი­გე­ბა გა­ა­ფორ­მა სე­ლებ­რი­თებ­თან და მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს ბრენ­დებ­თან.

ბრძო­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან

წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის ფონ­ზე, და­რენ პრინ­სი იმ­ყო­ფე­ბო­და მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში – ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფა­რუ­ლად ან­გრევ­და მის ცხოვ­რე­ბას. რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბა, მან იცო­და, რას ნიშ­ნავს იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად ცა­რი­ე­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა 2008 წლის 2 ივ­ლისს, რო­დე­საც და­რენ­მა გა­და­წყვი­ტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და მას შემ­დეგ უკვე 14 წელ­ზე მე­ტია რაც ნარ­კო­ტი­კებს აღარ გაჰ­კა­რე­ბია.

პრინსმა და­ა­ფუძნა „Aiming High Foundation“ — არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში. იგი ასე­ვე არის ლექ­ტო­რი და მო­ტი­ვა­ტო­რი – ხში­რად გა­მო­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, კორ­პო­რა­ცი­ულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე და თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე.

ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თან სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია:

ნუცა წერს, რომ მისი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ სხვა დო­ნე­ზე ავი­და. ცნო­ბი­ლია, რომ და­რენს მა­ნამ­დე ცოლ-შვი­ლი არ ჰყო­ლია და ნუ­ცას­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ახლა ისეთ რამეს ვიტყვი სამ უახლოეს ოჯახს გადავიმტერემ სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ გაჩუმება უკვე აღარ შემიძლია..” – ქართველი ქალის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ახლა ისეთ რამეს ვიტყვი სამ უახლოეს ოჯახს გადავიმტერემ სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ გაჩუმება უკვე აღარ შემიძლია..” – ქართველი ქალის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
20.05.25, საზოგადოება
რა ნახეს არმსტრონგმა და ოლდრინმა მთვარეზე? – სიმართლე, რომელსაც ათწლეულებია გვიმალავდნენ
რა ნახეს არმსტრონგმა და ოლდრინმა მთვარეზე? – სიმართლე, რომელსაც ათწლეულებია გვიმალავდნენ
06.06.25, მეცნიერება
მანქანით ხევში გადავვარდით, ჩემი ქმარი ადგილზე დაიღუპა. ყველა მე მადანაშაულებდა ჩემი ქრმის სიკვდილში. დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა…
მანქანით ხევში გადავვარდით, ჩემი ქმარი ადგილზე დაიღუპა. ყველა მე მადანაშაულებდა ჩემი ქრმის სიკვდილში. დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა…
05.06.25, საზოგადოება
მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
29.05.25, სპორტი