„ჩემმა გულმა ამ დილით, შემაშინა სიკვდილით, წასვლა ასე ადვილად, არ მინდოდა ნამდვილად“ – რას წერს ნუგზარ კვაშალი სოციალურ ქსელში
b 14-Feb, 14:21 1 402 საზოგადოება
მსახიობი და მომღერალი ნუგზარ კვაშალი სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს, რომლის შინაარსმაც მისი გამომწერები ცოტათი გაანერვიულა:
ჩემმა გულმა ამ დილით,
შემაშინა სიკვდილით.
——,,——
წასვლა ასე ადვილად,
არ მინდოდა
ნამდვილად..
——,,——
ჰოდა,დიდი ბოდიში,
ვერ მოვკვდები
ლოგინში.
——,,—–
უნდა მოვკვდე
სცენაზე,
მონოლოგით ენაზე.
——-,,—‐-
ახლა კარგად გაიზმორე,
გახსოვდეს მემენტო
მორე….
——–,,——-
როცა სიკვდილს
სულ ელი,
უნდა იყო სულელი.
——–,,——-
დაიკიდე სიბერე,
აბრძანდი და
იმღერე…
გთხოვთ გააზიაროთ სტატია