ქართული Voice-დან მსოფლიო ვარსკვლავობამდე – როგორ შეძლო ნინი ბრეგვაძემ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ალაპარაკება – დეტალები (ვიდეო)
b 12-Feb, 11:31 354 საზოგადოება
“არ ვიცი, მანდ როგორ არ ვიტირე“ – ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე პროექტ “ვოისში” ბოლო გამოსვლის შემდეგ. ნინიმ შესარჩევი ეტაპებიდან მეორე ტურამდე რთული და დაძაბული გზა გაიარა, თუმცა ყველა დაბრკოლება წარმატებით გაიარა – შემოაბრუნა ოთხივე მწვრთნელი, გაიმარჯვა რინგის ტურში და მოახერხა მეორე ეტაპზე გადასვლა ნოკაუტის ტურშიც. მისი ბოლო გამოსვლა, სადაც ნინიმ Radiohead-ის ცნობილი ჰიტი Karma Police შეასრულა, აღმოჩენა გახდა მთელი მსოფლიოსთვის. თავად ნინის მწვრთნელმა, მუსიკოსმა ნეილ ჰორანმა კი, დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება, რა უნდა გააკეთოს ამაზე მეტი ნინი ბრეგვაძემ.
გთხოვთ გააზიაროთ სტატია