ჯგუფური მკვლელობა თბილისში - დაკავებული ძმების ვინაობა ცნობილია

ჯგუფური მკვლელობა თბილისში - დაკავებული ძმების ვინაობა ცნობილია

ჯგუფური მკვლელობა თბილისში – “პირველებმა” ფელიქსს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა ვინაობა დაადგინა.

დაკავებული ძმები ედვინ ბაგაშვილი და კარლო გალოიანი არიან.

როგორც ირკვევა,  კარლო გალოიანი მოკლული კაპანოვის მეზობელია. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გალოიანმა ბაგიაშვილთან ერთად 50 წლამდე კაცს ჩასაფრება მოუწყო, ოროვე მათგანი კაპანოვს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მსხვერპლს გადაჭრილი თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ. ისინი მათმა უფლებადამცველმა ირაკლი ბენიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.

საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ისინი პოზიციას სავარაუდოდ, სასამართლოში დააფიქსირებენ. ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

ბრალი ჯერ წაყენებული არაა, ისინი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. იციან რაზე დააკავეს, თუმცა, ფაქტს უარყოფენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

ზუსტი დეტალები ჩემთვის უცნობია, ისინი თბილისში დააკავეს”, – განაცხადა ბენიამ.

კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა მოკლული და ბრალდებულები ერთმანეთს, ან რა სახის კონფლიქტი ჰქონდათ, ბენია პასუხობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“

გთხოვთ გააზიაროთ სტატია