უმძიმესი ავარია: მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა… იგი ადგილზე დაიღუპა
b 11-Feb, 15:47 288 საზოგადოება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მგზავრი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მმომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
გთხოვთ გააზიაროთ სტატია