“დაე ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში” – ემოციური კადრები, რა მოხდა სოსო ჯაჭვლიანის სახლთან სვანეთში

“დაე ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში” – ემოციური კადრები, რა მოხდა სოსო ჯაჭვლიანის სახლთან სვანეთში

“ღმერთმა ასე ინება:სოსოს ეზოში, სვანური ზარით,თოვლის მაგიდაზე,ძველებური წესით, – სანთლებით, პურზე დაწყობილი ოთხი კერძით, სვანური არაყითა და ღვინით, ,,ლიფანე” გაგვეკეთებინა” – ამისე შეხებს სოციალურ ქსელსი მისი ნათესავი, ქრისდინა ჯაჭვლიანი წერს:

“დღეს მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთსოსოს სულს…ყველა გარდაცვლილები მოვიგონეთ.ქუდოსნებმა ,,ზარი” თქვეს. ძალიან მადლობელი დავრჩი ამ ვაჟკაცების, სათითაოდ ჩამოვთვლიდი, მაგრამ ყველას სახელი და გვარი არ ვიცი და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თავადაც ნახავთ… მშვიდობა ჰქონოდეს თითოეულ მათგანს! მადლობა ყველას! გავიხედეთ, ,,ზარის” ხმაზე მეზობელი სასტუმროდან ფრანგები მოვიდნენ.თურმე ამ ფრანგ მამაკაცს საქართველოში ბევრი რამე აქვს გადაღებული და თბილისში ერთერთი გადაღებისას, სოსო ჯაჭვლიანთან ვისაუბრეო-თქვა. მანაც ასწია ერთი ჭიქა… აქაც გადაიღო ყველაფერი, გაოცებით უყურებდა სოსოს უბრალო სახლს.

ღმერთს დიდება და მადლობა ყველაფრისათვის! მენანები სოსო….ჩვენი გვარის ერთ-ერთი კარგი ვაჟკაცი, მკლავჭიდელი – მსოფლიო ჩემპიონი,… და მერეა შენი სხვა ნიჭები. შენი მსახიობობა სხვათა როლებია. შენი ნამდვილი როლი, შენი კაცობაა დასანანი….დაე ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო- კარი მესტიაში,სადაც ქოხებიც კი ,,სასახლეებად” აქციეს, როგორი პატიოსანიც იყავი, ის ეტყობა შენს სახლს. ამიტომ აწუხებდათ შენი კარგი სახელი ფულზე სულგაყიდულებს…………….და ბოლოს მაინც ვიტყვი, სვანეთის გმირები და მოღვაწენი სვანეთში რომ დაიკრძალონ, უმჯობესია.მშობლიურმა მთებმა უნდა ჩაიკრან გულში. ღმერთმა მარადიულ ნათელში დაამკვიდროს მათი სულები!ამენ!”



გთხოვთ, გააზიაროთ სტატია: