nukri
გამოქვეყნდა: 21:39, 22 September 2021
ახალი ამბები / საზოგადოება

მოეშვით კოვიდგადატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის" - რას წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი აცრილებისა და კოვიდმოხდილების იმუნიტეტზე

მოეშვით კოვიდგადატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის" - რას წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი აცრილებისა და კოვიდმოხდილების იმუნიტეტზე
გემ­რა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი კოვიდგადატანილებისა და აცრილების იმუნიტეტის თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:
"გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო. ის კიარ უთქვამს, რომ აცრაა ცუდი. არა. ასჯერ თქვა, რომ აცრა აუცილებელია კოვიდის ნაკლები პრობლემით გადასატანადო, მაგრამ, მაინც გააკრეს საკაცეზე ეს რეანიმატოლოგი. 8-ჯერ შეასწორა და ჩაასწორა პოსტი, რომ როგორმე ისე არ წარმოჩენილიყო, ვითომდაც სრულიად აცრილის იმუნიტეტს კოვიდგადატანილის იმუნიტეტი ჯობია. ხოდა, გეტყვით რომ ჯობია. ასჯერ ჯობია. უფრო სწორად, გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა გერმანიაში, რომ 68-ჯერ სჯობია მინიმუმ!!!
გერმანიაში ერთ დისკოთეკაზე დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რა თქმა უნდა, უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამისა!!!

68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი. 68 აცრილს. არცერთ კოვიდგადატანილს. ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი. ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაერად?
როგორმე უნდა შევეგუეთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი, რომ მოეშვით კოვიდგადატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის.
შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი, ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, რამეთუ ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზირებული გყავს, აი, რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38 სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება. აი, იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დააავადებს. ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებსდა. ამაზე ახლაა საფიქრი.
როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1-ია, ანუ 0, 8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება. ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება. თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუნქციებსა თუ შესაძლებლობებზე, კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომლებთაც ახსოვთ ინფექცია. და სხვათა შორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ "ფაიზერის" ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში.
ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს. და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით".


Ctrl
Enter
ხედავთ შეცდმას
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
დისკუსია (0)
ფილმები ქართულად ფილმები ქართულად
მსგავსი ამბები:
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
18.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება / სამართალი
შვილთან რომ მივედი პატრული დამახვედრეს… ამ ყველაფერმა ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეიწირა…” – დათო არჩვაძემ ცხოვრების უდიდესი ტკივილი გაამხილა
შვილთან რომ მივედი პატრული დამახვედრეს… ამ ყველაფერმა ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეიწირა…” – დათო არჩვაძემ ცხოვრების უდიდესი ტკივილი გაამხილა
11.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი?
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი?
16.08.21, ახალი ამბები / საზოგადოება
დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის დაღუპვის შემდეგ
დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის დაღუპვის შემდეგ
14.08.21, ახალი ამბები / საზოგადოება
მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო… – თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს
მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო… – თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს
12.08.21, ახალი ამბები

ასევე წასაკითხი:
ამირან გამყრელიძესა და მის შვილს ციხეში გავუშვებდი , ჩაგიფურთხეთ თქვენ, იცით რატომ? – გეტყვით…“ – ლალი მოროშკინა
გუშინ ტრასაზე ტაქსმა გამიჩერა, როდესაც ვუთხარი ფული არ მაქვსთქო მანქანა მინდორში გადაიყვანა და ზეწრის გაშლა დაიწყო… როცა მივხვდი რა უნდოდა უკვე გვიანი იყო…
”ერთადერთი შვილი მოუკვდა დედას…” – ნახეთ ვინ არის 22 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელიც საზღვარგარეთ ტრაგიკულად დაიღუპა, ნახეთ რა გახდა მიზეზი
კასპში მეუღლის მკვლელობის უმძიმესი საქმის მონაწილე ქალი 7 თვის მერე პირველად ალაპარაკდა – რას აცხადებს ქეთევან ჩხაიძე და როგორ იმართლებს იგი თავს?
სკანდალი-„ღარიბაშვილი თუ ამას მალავდა, დასაჭერი ყოფილა“ – ცნობილია რას უპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილს?
სხვა სიახლეები: