ჯაფარიძე: "ამ ამბავზე რა ხდება? გადავედით მორიგი ტრაგედიის მოლოდინში? იქნება, აუცილებლად იქნება"

ჯაფარიძე: "ამ ამბავზე რა ხდება? გადავედით მორიგი ტრაგედიის მოლოდინში? იქნება, აუცილებლად იქნება"

რამდენიმე დღის წინ კლუბ ბასიანში ნარკოტიკის ზედოზირების გამო ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა.

ამ ფაქტს საზოგადოებაში ორაზროვანი დამოკიდებულება მოჰყვა - ერთი ნაწილი ნარკოტიკის კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, ნაწილი კი გამოსავალს მის ლეგალიზაციაში ხედავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარემ ზურა გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"რა ხდება ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ამბავზე?

1 კვირა ვიხოკეთ ღაწვები, დავაბრალეთ ყველას და ყველაფერს, ვთქვით რომ ნარკოტიკები ხიხიაა და მოვრჩით?

გარდაცვლილი გოგოს ფოტოებიც აღარ გვხდება ფიდზე და თუ გვხვდება, ისეთი მტკივნეული აღარაა ხომ? შევეგუეთ?

გადავედით შემდეგი ტრაგედიის მოლოდინის რეჟიმში?

იქნება, გარდაუვლად იქნება

ამ სამდღიანი მეხსიერების და ზედაპირულობის გამოა ყველაფერი რაც გვჭირს."

გთხოვთ გააზიაროთ სტატია