მაშველებმა ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი მამისა და მისი 3 არასრულწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს - სამძებრო სამუშაოები გრძელდება
b 08-Feb, 12:42 160 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერში მოყოლილი მამისა და 3 არასრულწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სტიქიის ეპიცენტრში, მეხანძრე-მაშველები, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ. სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე