“ხელებიც გადაჭრილი აქვს, 7 ლურსმანი ჩაყლაპა” – რა ხდება ახლა ოზურგეთის სასამართლოში

“ხელებიც გადაჭრილი აქვს, 7 ლურსმანი ჩაყლაპა” – რა ხდება ახლა ოზურგეთის სასამართლოში

იზურგეთის სასამართლოში ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ექიმების დახმარება 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს დასჭირდა. დაკავებული ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ის ციხეში პოლიციელებსი ცრუ ჩვენებების საფუძველზე ჩასვეს.

სასამართლო პროცესის პარალალურად, შენობის გარეთ რამდენიმე საათია აქცია იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

სასამართლო შენობასთან შეკრებილები ბექა გორგოშიძის უდანაშაულობაზე საუბრობენ. ოჯახის წევრებ იხსენებენ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, გარდა ამისა, მასზე ბადრაგის მხრიდან ზეწოლა გახორციელდა, თუმცა ამაზე რერაგირება არავის მოუხდენია. ოჯახის წევრებს, რომლებიც ფაქტის ვიდეომასალით აღბეჭდვას ცდილობდნენ, ტელეფონები ჩამოართვეს.

წინა სასამართლოზე ბექაზე ძალადობა იყო. ხელებიც გადაჭრილი აქვს, 7 ლურსმანი ჩაყლაპა. კარცერში ჰყავდათ რომ ჩაიყვანეს, ექიმიც არ მიუყვანეს თავიდან. ახლაც სასწრაფო იყო, დილიდან იყო მოსული, ახლაც იყო, ვეკითხებით, რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ არის? ინფორმაციას არ გვეუბნებიან პატიმარზე. ელემენტალური უფლება არ გავქვს, აქ შეკრებილებს, ას კაცზე მეტია, ყველა ვითხოვთ ერთი და იგივეს, რომ გავიგოთ ჯანმრთელობის მდგომარება, როგორ არის… არ გვეუბნებიან არაფერს. თუ ინტერესი არ არის, რატომ ექცევიან ასე უდიერად?, – ამბობს ოჯახის წევრი.

სამართალამცველები ამტკიცებენ, რომ ბექა გორგოშიძის წინააღმდეგ საქმე შეკერილი არ არის და მას არც ქვეყნის დატოვებას სთხოვდა ვინმე.

გამორიცხულია, ასეთი ფაქტი არ ყოფილა, – ამბობს პოლიციელი.

ოზურგეთის სასამართლოში ბექა გორგოშიძის პროცესი დახურულ რეჟიმში ამ დრომდე მიმდინარეობს.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია