39 წლის ბათუმელი ქალი, რომელიც 14 წელი შვილს ელოდებოდა, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – თურქეთშიც გადაიყვანეს, თუმცა ვერაფრით უშველეს

39 წლის ბათუმელი ქალი, რომელიც 14 წელი შვილს ელოდებოდა, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – თურქეთშიც გადაიყვანეს, თუმცა ვერაფრით უშველეს

მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი თურქეთის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინადან” გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

კლინიკის ინფორმაციითვე, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების საფუძველზე, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, როგორც „მედინაში” ტქვეს, ახალშობილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ცნობისთვის, დაღუპული ქალი მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა და შვილს 14 წლის განმავლობაში ელოდა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია