25 თებერვალი: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და ულამაზესი მარო მაყაშვილის სულისშემძვრელი დღიური
b 25-Feb, 15:44 184 საზოგადოება
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.
თითქმის მთელი თებერვალი ქართულ ჯარსა და რუსეთის წითელ არმიას შორის ბრძოლები მიდიოდა, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა ულამაზესი ქართველი ქალი მარო მაყაშვილი, რომელმაც გასაოცარი დღიური დაგვიტოვა.
"1919 წ... მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის ერთი საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის? მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…
საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო" - ეს ამონარიდია მაყაშვილის დღიურიდან...