„გოგოს და ბიჭს მოსწონდათ ერთმანეთი, ოჯახი კი ცდილობდა ამ ბიჭისგან გაერიდებინათ…“ – სად გაიცნეს ერთმანეთი და რა ურთიერთობა ჰქონდათ 22 წლის ქეთი ჯავახიშვილს და მის მკვლელს?

„გოგოს და ბიჭს მოსწონდათ ერთმანეთი, ოჯახი კი ცდილობდა ამ ბიჭისგან გაერიდებინათ…“ – სად გაიცნეს ერთმანეთი და რა ურთიერთობა ჰქონდათ 22 წლის ქეთი ჯავახიშვილს და მის მკვლელს?

ლილოში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს – ხელბორკილები 21 წლის ოთარ ცინდელიანს მაშინ დაადეს, როცა ის სვანეთში წასვლას აპირებდა. პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა. გოგონას ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასევე ოჯახის ახლობელი იყო, მას ფულის გამოძალვის მიზნით აშატაჟებდა.

ირკვევა, რომ ოთარ ცინდელიანი ნარკოდამოკიდებულია და ერთ-ერთი ვერსიით ის გოგონას ფულს ნარკოტიკების საყიდლად სთხოვდა. სწორედ ამის გამო მან ახალგაზრდა ქალი სახლიდან ღამის ორ საათზე გაიყვანა. სავარაუდოდ, გოგონა მეგობარს ფულის მიცემაზე უარს ეუბნებოდა. ამიტომ დაპირისპირების შემდეგ, მან ქეთი ჯავახიშვილს, სავარაუდოდ, ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას და ბიჭს ერთმანეთი მოსწონდათ. ისინი ესპანეთშიც ერთად იყვნენ. ოჯახით სწორედ იქ დაახლოვდნენ და მეგობრობდნენ, თუმცა ახალგაზრდა კაცის ნარკოდამოკიდებულება ორივე ოჯახისთვის პრობლემა გახდა. ამიტომ სავარაუდოდ, გოგონას ოჯახმა ის სახლიდან გააგდო და მასთან ურთიერთობას უკრძალავდნენ.    
ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სვანეთიდანაა და სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც. ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.
ოთო ცინდელიანის მამა თემურ ცინდელიანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ბარსელონაში სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობდა და მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამბობს, რომ  საკუთარი შვილის მეთვალყურე თავად იყო, საბედისწერო მომენტში კი შვილი მას სახლიდან გაეპარა.  

„ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო მაგ ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. იქით იყო ბარსელონაში, მკურნალობდა. ფსიქიკურად უჭირდა მაგის გამო, თორემ გამკეთებელი იყო, აბა, მაგის? დიახ, ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი იქ და უკან წამოვიდა,“ – ამბობს თემურ ცინდელიანი.

ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცეხადარი 27 თებერვალას, დილით, სახლთან ახლოს საამქროსთან იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა  სახლიდან ისე გაიპარა, მშობლებმა ვერ გაიგეს. დილით გაღვიძებულებს კი ის სამსახურში ეგონათ.    
„გოგოს და ბიჭს მოსწონდათ ერთმანეთი. ოჯახები მეგობრიბდნენ, ვიცით, რომ ესპანეთშიც ერთად იყვნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი. თუმცა ამ ბიჭის უსაქციელობის გამო ოჯახებს შორისაც და ამ გოგოსა და ბიჭს შორისაც სიტუაცია გაფუჭდა. ბიჭი ძალიან ცუდი საქციელების იყო. მოიხმარს ნარკოტიკებს და ამის გამო ბევრჯერ პრობლემები შეექმნა. ამ ბავშვს რით აშანტაჟებდა, რას ეუბნებოდა, არავინ იცის. ალბათ ამას გამოძიება დაადგენს. გოგოს ოჯახიც ცდილობდა ამ ბიჭისგან მოერიდებინათ, თურმე არც ტყუოდნენ. ასეთი საშინელება ჩაიდინა. ბიჭის დედა დღემდე ესპანეთშია. იქ მკურნალობდნენო ამ ბიჭს. ამბობენ. უკარგესი გოგო ასე როგორ გაიმეტა. შოკში ვართ“, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

გთხოვთ გააზიაროთ სტატია