19 წლის ბიჭი მე-8 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა – სად დატრიალდა ტრაგედია და რა მიზეზს ასახელებენ მეზობლები?

19 წლის ბიჭი მე-8 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა – სად დატრიალდა ტრაგედია და რა მიზეზს ასახელებენ მეზობლები?

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ცნობით, 19 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან, ფანჯრიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თოდრიას ქუჩის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: ინფო რუსთავი

გთხოვთ გააზიაროთ სტატია