ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ისტორიკოსი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ისტორიკოსი გარდაიცვალა

გაცნობებთ, რომ ამა წლის 10 მარტს გარდაიცვალა პოლონეთში ქართული დიასპორის საპატიო თავჯდომარე, გამოჩენილი რეჟისორი, მხატვარი და ისტორიკოსი კონსტანტინე ციციშვილი.

ციციშვილი პოლონეთში 1964 წლიდან მოღვაწეობდა. მისი შემოქმედების პერიოდში გაკეთდა 360 პროგრამა, მათ შორის

 უმრავლესობა იყო სატელევიზიო თეატრი, რამოდენიმე მხატვრული ფილმი და დოკუმენტური ფილმები.კონსტანტინე ციციშვილის ინიციატიივით 1968 წელს დაიდგა სატელევიზიო სპეკტაკლი „ვეფხვის ტყაოსანი“, გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც სერგო ზაქარიაძეს მიეძღვნა.

ბატონი კოტეს ინიციატიივით გაიმართა ნიკო ფიროსმანიშვილის გამოფენა ვარშავის სახელმწიფო მუზეუმში და ასევე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში პირველ დამოუკიდებელ საპარლამენტო არჩევნებს.კონსტანტინე ციციშვილს მიღებული აქვს პოლონეთის ტელევიზიის დამსახურებული მოღვაწის ჯილდო და მედალი.აღსანიშნავია, რომ 1974 წელს კონსტანტინე ციციშვილმა ჩამოაყალიბა პოლონეთის ისტორიაში პირველი “Polish Ice Revue”, რომელმაც გასტროლები გამართა 20-ზე მეტ ქვეყანაში.

პოლონეთის შემოქმედებითი საზოგადოება კარგად იცნობს კონსტანტილე ციციშვილს და ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ 2023 წლის ნოემბრიდან ვარშავაში იმართება კონსტანტინე ციციშვილის მოღვაწეობის 60 წლისთავთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება.

კონსტანტინე ციციშვილი 13 მარტს 14:00 საათზე ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია