ახლახანს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა
b 04-Mar, 19:05 895 საზოგადოება
ცოტა ხნის წინ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გახოკიძემ 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1973-1997 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2004-2005 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.