“კი­დევ მღე­რის?” – რა უპასუხა ილია თო­ფუ­რიამ რუსულ მედიას, როცა ქეთა თოფურიასთან ნათესაურ კავშირზე ჰკითხეს?

“კი­დევ მღე­რის?” – რა უპასუხა ილია თო­ფუ­რიამ რუსულ მედიას, როცა ქეთა თოფურიასთან ნათესაურ კავშირზე ჰკითხეს?

8 თებერვლის ღამეს UFC 298-ზე ესპანეთის წარმომადგენელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოვა. ის ქამრისთვის მოქმედ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იბრძოლებს.

რუსული აუდიტორიისთვის გვარი თოფურია უფრო მეტად ასოცირდება სხვა პიროვნებასთან – მომღერალთან და ჯგუფ A’Studio-ს სოლისტ ქეთა თოფურიასთან, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ წლებია, რაც რუსეთში გადასახლდა, სადაც კარიერა აქვს და ოჯახი ჰყავს.

არიან თუ არა ილია და ქეთა თოფურიები ნათესავები – ამ კითხვით რუსული მედია დაინტერესდა.

ილია თოფურიას მომღერალთან კავშირის შესახებ ერთხელ უკვე ჰკითხეს: “დიახ, საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ვიცოდი მის შესახებ. ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მისი სახელი ბავშვობაში გავიგე. ის კიდევ მღერის?”

ჟურნალისტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთში გამოდის.

ილია თოფურია: მაგარია.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია