nukri
გამოქვეყნდა: 18:13, 19 September 2021
ახალი ამბები / საზოგადოება

"ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა, ურჩობით სკოლის პერიოდიდან გამოვირჩეოდი

"ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა, ურჩობით სკოლის პერიოდიდან გამოვირჩეოდი
როგორ ზრდიდა და რას ურჩევდი მამა ქეთი დოლიძეს

"რა დროს დასვენება და მოგზაურობაა ამ პანდემიის დროს, ეს მაგიჟებს..." - მითხრა ქეთი დოლიძემ, ამ თემაზე ინტერვიუ რომ ვთხოვე. როცა დავაკონკრეტე, წარსული წლების მოგზაურობებისა და ძველი დროის ამბები მაინტერესებდა, ჩვენი საუბარიც შედგა.

- ქალბატონო ქეთი, თქვენი ბავშვობის ერთი ფოტო ვნახე ინტერნეტში, სადაც მშობლებთან ერთად ჰამაკში ზიხართ, სად ისვენებდით?- ყოველ ზაფხულს კიკეთში ვისვენებდით. კიკეთის გარდა, რაც მთავარია, ბებია-ბაბუას სახლი ჰქონდა მახინჯაურში, იქ ცხოვრობდნენ და მთელი სანათესავო მათთან ვიყავით. მამაჩემს ჰყავდა ორი ძმა - ბორისი, ვლადიმერი და ორი და - შუშანა და ვენერა. ასევე, ჰყავდა დეიდაშვილი მარიკა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. რომ დავიბადე, მას ჩააბარეს ჩემი თავი, მარიკა მამიდა მზრდიდა. დედა მუშაობდა, ძალიან დაკავებული ქალი იყო, მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილისპოსტი ეკავა. ასევე მყავდა რუსი ძიძა, "წოწია" ნიურა, რომელზეც ყველანი ვგიჟდებოდით, ისე გვიყვარდა და თან გვეშინოდა, მკაცრად გვზრდიდა. გოგონებს ქარგვას გვასწავლიდა, პუშკინის ზღაპრებს გვიკითხავდა...

- ზღვაზე რა თამაშებით ერთობოდით? ცურვა ვინ გასწავლათ?- განსაკუთრებული თამაშები არ გვქონია. ჩემმა ბიძაშვილმა ირაკლი დოლიძემ ზღვაში შემაგდო და მითხრა: ახლა, როგორც გინდა, ისე გამოცურეო. სულ ფართხალ-ფართხალით გამოვცურე და ასე ვისწავლე ცურვა. მახინჯაურში რეჟიმში ვიყავით, დილის 7 საათზე გვაღვიძებდნენ, 8-ზე ვსაუზმობდით. აუცილებელი პირობა იყო, რომ დღის განმავლობაში გოგონებს 2 საათი უნდა გვეკითხა, მერე გვექარგა, შუადღისას - დაგვეძინა. ყოველდღე სუფრასთან დაახლოებით 14-15 კაცი ვსხდებოდით. "გადაპრანჭული" საჭმელი და ზედმეტი არაფერი გვქონია - სალათი, მჭადი, ყველი... კვირაში ერთხელ ვარია ან სხვა რამ იკვლებოდა. ყველაზე მეტად შემწვარი კარტოფილი გვიყვარდა. მახინჯაურს მთები არტყია გარს და ჩვენ ძალიან მაღლა, ერთ-ერთი მთის წვერზე ვცხოვრობდით. ბაბუაჩემმა 1936 წელს თავისი ძველი ოდა ამაღლებიდან გადაიტანა მთაზე, რადგან ცოტა გულს უჩიოდა და ეუბნებოდნენ, ზღვის ჰაერთან ერთად, მთის ჰაერიც გჭირდებაო. ბაბუამ 94 წელი იცოცხლა. მან ააშენა ხულოში პირველი ქართული ეკლესია და უამრავი აჭარელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, იქ მიავლინა მაშინდელმა პატრიარქმა. ასე რომ, მღვდელი ბესარიონ დოლიძე სამუდამოდ არის ჩაწერილი აჭარის ისტორიაში.

- პირველად როდის წახვედით დასასვენებლად ან სამოგზაუროდ დამოუკიდებლად?- მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ გამიშვეს მეგობართან ერთად სამოგზაუროდ, მანამდე არსად ვყოფილვარ დამოუკიდებლად. მამიდები და მამაჩემიც ძალიან მკაცრად მზრდიდნენ. სხვათა შორის, პირველი გამოსაშვები კაბა რომ უნდა შემეკერა, მამიდამ უთხრა მამაჩემს: რა არის, კაცო, ამ ქეთევანას არაფერი წესიერი ჩასაცმელი არა აქვს, სკოლის ფორმის გარდაო. წავიდნენ გადამყიდველებთან და ქსოვილები იყიდეს. მყავდა არაჩვეულებრივი მკერავი ნატაშა დეიდა, ის აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა, რომლის პოლიკლინიკაში მამიდაჩემი იყო კბილის ექიმი. პრაქტიკულად, იქ გავიზარდე. სკოლიდან მივყავდი მამიდას ფაბრიკაში, სადაც მაჭმევდნენ, მასმევდნენ და გაკვეთილებსაც იქვე ვამზადებდი. ფეიქარი ნატაშა მელაძე ჩემი პირველი მკერავი იყო, ოღონდ მე ვეუბნებოდი, რა მოდელი მინდოდა. ერთ-ერთ ყველაზე კარგ ჩამცმელად ვითვლებოდი. 30 წლამდე ყველაფერს მიკერავდა ნატაშა დეიდა, რომელიც "გროშებს" იღებდა ამ საქმეში.

ჩავაბარე უნივერსიტეტში, პირველ კურსზე ვარ. მე და ჩემს მეგობარ გულიკო ბრეგვაძეს ძალიან გვინდა მოსკოვში წასვლა. ბავშვობაში კი ვიყავი, მაგრამ რა მახსოვდა?! სტუდენტი გოგო-ბიჭების უმრავლესობა არდადეგებზე მოსკოვში მიდიოდა. მამაჩემმა და ბახვა ბიძიამ (ტელეწამყვან ბახვა ბრეგვაძის ბაბუა) ერთმანეთს დაურეკეს. მამამ უთხრა: რა ვქნათ ახლა, გოვუშვათ ბოვშვები მოსკოვში მარტოო?.. მაგრამ რა მარტო გამოვიდა?! იმ დროს იქ სამკვირიანი მოვლინებით იყო ბიძაჩემი ბორის დოლიძე და სასტუმრო "მოსკვაში" ცხოვრობდა. იმასთან გაგვიშვეს, რადგან ლუქსი ჰქონდა. ნომერში ერთად იყვნენ ბიძაჩემი და მისი ერთი თანამშრომელი. სასტუმრო "მოსკვაში" დიდი სააბაზანოები იყო, მე და გულიკო 24 საათი იქ ვისხედით და ვჭორაობდით. ამათ თურმე შესვლა უნდათ... მერე ბიძაჩემმა დაგვიცაცხანა: გადით გარეთ და ნახეთ რამეო. მოკლედ, მაშინ მოსკოვში ძალიან კარგი დრო ვატარეთ.
კითხვის გაგრძელება​​​

Ctrl
Enter
ხედავთ შეცდმას
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
დისკუსია (0)
ფილმები ქართულად ფილმები ქართულად
მსგავსი ამბები:
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
18.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება / სამართალი
შვილთან რომ მივედი პატრული დამახვედრეს… ამ ყველაფერმა ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეიწირა…” – დათო არჩვაძემ ცხოვრების უდიდესი ტკივილი გაამხილა
შვილთან რომ მივედი პატრული დამახვედრეს… ამ ყველაფერმა ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეიწირა…” – დათო არჩვაძემ ცხოვრების უდიდესი ტკივილი გაამხილა
11.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება
გულის წასვლები, “სასიკვდილო” დიეტები და 14 წლიანი თანაცხოვრების მძიმე დასასრული – თამუნა ლეკვეიშვილზე ეს არავინ იცოდა
გულის წასვლები, “სასიკვდილო” დიეტები და 14 წლიანი თანაცხოვრების მძიმე დასასრული – თამუნა ლეკვეიშვილზე ეს არავინ იცოდა
11.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება
ბევრს უკვირს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ…” – შექმნის თუ არა მაია ასათიანი ოჯახს? ნახეთ რას ამბობს ჟურნალისტი
ბევრს უკვირს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ…” – შექმნის თუ არა მაია ასათიანი ოჯახს? ნახეთ რას ამბობს ჟურნალისტი
25.08.21, ახალი ამბები / საზოგადოება
დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის დაღუპვის შემდეგ
დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის დაღუპვის შემდეგ
14.08.21, ახალი ამბები / საზოგადოება

ასევე წასაკითხი:
ამირან გამყრელიძესა და მის შვილს ციხეში გავუშვებდი , ჩაგიფურთხეთ თქვენ, იცით რატომ? – გეტყვით…“ – ლალი მოროშკინა
გუშინ ტრასაზე ტაქსმა გამიჩერა, როდესაც ვუთხარი ფული არ მაქვსთქო მანქანა მინდორში გადაიყვანა და ზეწრის გაშლა დაიწყო… როცა მივხვდი რა უნდოდა უკვე გვიანი იყო…
”ერთადერთი შვილი მოუკვდა დედას…” – ნახეთ ვინ არის 22 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელიც საზღვარგარეთ ტრაგიკულად დაიღუპა, ნახეთ რა გახდა მიზეზი
კასპში მეუღლის მკვლელობის უმძიმესი საქმის მონაწილე ქალი 7 თვის მერე პირველად ალაპარაკდა – რას აცხადებს ქეთევან ჩხაიძე და როგორ იმართლებს იგი თავს?
სკანდალი-„ღარიბაშვილი თუ ამას მალავდა, დასაჭერი ყოფილა“ – ცნობილია რას უპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილს?
სხვა სიახლეები: