“ერთ-ერთ საპირფარეშოში 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს… ზოგი მშობელი შვილთან ჩახუტებული გარდაიცვალა” – რა ახალ დეტალებს ავრცელებენ ტელეგრამ არხები?

“ერთ-ერთ საპირფარეშოში 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს… ზოგი მშობელი შვილთან ჩახუტებული გარდაიცვალა” – რა ახალ დეტალებს ავრცელებენ ტელეგრამ არხები?

Crocus City Hall-ის ერთ-ერთ სა­პირ­ფა­რე­შო­ში 28 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო კი­ბე­ზე 14 ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. ზოგი მშო­ბე­ლი შვილ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი ტე­ლეგ­რამ არ­ხე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალექ­სან­დრე ბორტნი­კოვ­მა პრე­ზი­დენტ პუ­ტინს უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ 11 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ოთხი თავ­დამ­სხმე­ლი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტე­რაქ­ტში.

“მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­დგო­მი სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ნამ­ზრახ­ველ­თა ბა­ზის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის“, – აცხა­დე­ბენ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ცოტა ხნის წინ, მოს­კო­ვის რე­გი­ო­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა: ჯერ­ჯე­რო­ბით 41 ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ხერ­ხდა.

გუ­შინ მოს­კო­ვის “კრო­კუს სითი ჰოლ­ში“ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. “ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია