“ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა” – როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

“ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, ოპერაციისთვის ფული დამჭირდა, სხვა გზა არ მქონდა” – როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

2012 წელს პრო­ექტ “ნი­ჭი­ერ­ში“ 16 წლის ვანო ფი­ფი­ამ თა­ვი­სი ნამ­ღე­რით დარ­ბა­ზი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ მის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია არა­ფე­რი გაგ­ვი­გია.

აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­დე­ნა­ხე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მა­შინ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წლე­ბია, დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ზემო ეწერ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან უნდა მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა და ფიქ­რობს, რომ ამის­თვის თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დეს, რად­გან სა­დაც ახლა ცხოვ­რობს, “იქ სამ­სა­ხუ­რე­ბი არ არის”.

რო­გორ ცხოვ­რობს “პა­ტა­რა ვანო” დღეს და რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა

– ვანო, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, სად ცხოვ­რობ ახლა, რას საქ­მი­ა­ნობ?

– მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერ­ში ვცხოვ­რობთ, არ ვმუ­შა­ობ. აქ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა “დახ­მა­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რი­რე­ბის ლიგა,“ მუ­სი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი აქვთ, სა­დაც ვმღე­რი, ძი­რი­თა­დად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოვ­დი­ვართ, გზის ფულს გვი­ფი­ნან­სე­ბენ. ჩემი უფ­რო­სი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

– მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გიც­დია?

– აქ არა­ფე­რია, რომ ვი­მუ­შაო. თბი­ლის­ში მინ­და ჩა­მო­ვი­დე. პრო­ფე­სი­ით პროგ­რა­მის­ტი ვარ. არა­ერ­თხელ მქო­ნია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მცდე­ლო­ბა, ზოგ­მა მი­თხრა, კად­რე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, ზოგ­მაც და­გი­რე­კავ­თო… მაგ­რამ თა­ვი­დან გი­ცი­ლე­ბენ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ ვმუ­შა­ობ­დი, სვა­ნეთ­ში, ჰეს­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ჩერ­და და მეც ისე დავ­რჩი.

– მხო­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, რეს­ტო­რან­ში თუ გიც­დია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა?

– არ მიც­დია, მაგ­რამ რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, დავ­თან­ხმდე­ბი, გა­აჩ­ნია სად იქ­ნე­ბა.

– თბი­ლის­ში რო­გორ იცხოვ­რებ, ბი­ნის ქი­რას რო­გორ გა­და­იხ­დი?

– გა­ვი­ჭირ­ვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მო­ვერ­გო ცხოვ­რე­ბას. ჩემი პენ­სი­ით ვირ­ჩენთ თავს, დედა მუ­შა­ობს ხოლ­მე თხი­ლის კრე­ფის დროს, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­მიძ­ლია, მას შემ­დეგ, რაც ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, ბევ­რი წელი გა­ვი­და და ცოტა მე­ტყო­ბა, მაგ­რამ სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია. იმა­ზე უკეთ ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვი.

გული არა­ფერ­ზე მწყდე­ბა, დღე­საც მცნო­ბენ. ხან­და­ხან ტიკ-ტოკ­ზე შევ­დი­ვარ, ვერ­თო­ბი, ვსა­უბ­რობ ადა­მი­ა­ნებ­თან.

ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­თუმ­ში მა­ჩუ­ქეს, გავ­ყი­დე. ბოლო ოპე­რა­ცი­ის დროს ფული დამ­ჭირ­და და სხვა გზა არ მქონ­და.

– მახ­სოვს, კა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­დით…

– მა­მი­ნაც­ვალ­მა ის ბინა გა­ყი­და, თურ­ქეთ­ში წა­ვი­და და აღარ ჩა­მო­სუ­ლა, იქ ჩარ­ჩა.

– ვანო, შენს პრო­ფე­სი­ა­ზე უფრო მეტი რომ მოგ­ვიყ­ვე, იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი ვინც და­გა­საქ­მებს.

– მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს თუ გახ­სოვთ, წი­თე­ლი ჯვა­რი აფი­ნან­სებ­და კომ­პი­უ­ტე­რულ სწავ­ლე­ბას და დიპ­ლომს აძ­ლევ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რივ. არ ვა­წუ­ხებ არა­ვის, რომ და­მა­საქ­მონ.

– ცოტა ხნის წინ კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო თედო ბე­ქა­უ­რის ამ­ბა­ვი, რო­დე­საც ბინა და სამ­სა­ხუ­რი მი­ი­ღო.

– მე და თედო ერ­თად ვსწავ­ლობ­დით სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში, კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ ალ­ბათ არ ეცა­ლა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მისი წარ­მა­ტე­ბა, ვი­ცო­დი, რომ მო­ი­გებ­და. ძა­ლი­ან და­უ­ფა­სე­ბე­ლი იყო, სა­ნამ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში” მოხ­ვდე­ბო­და.

– სა­კუ­თა­რი სახ­ლი შენც არ გაქვს?

– კი, ვი­ყი­დე პა­ტა­რა, ჩემ­თვის სამ­ყო­ფი სახ­ლი, სა­დაც დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. თბი­ლის­ში თუ ჩა­მო­ვალ, მინ­და, რომ ორი­ვე სფე­როს გავ­ყვე, მუ­სი­კა­საც და ჩემს პრო­ფე­სი­ა­საც, ორი­ვე­ში შრო­მა ჩავ­დე.

– რა გახ­სოვს ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ წლე­ბი­დან, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­მოხ­ვე­დი და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­გიც­ნო.

– ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. მახ­სოვს, რო­დე­საც ეთერ­ში გა­ვი­და ჩემი ნო­მე­რი, მე­ო­რე დღეს დე­დას­თან ერ­თად ბა­ზარ­ში წა­ვე­დი და რომ მახ­სენ­დე­ბო­და, რა ხდე­ბო­და. მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე ის წლე­ბი, კარ­გი იყო. დღე­საც ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ვმღე­რი, რო­გორც მა­შინ, სხვა ჟანრს არ ვე­კა­რე­ბი.

– დედა რო­გორ არის ახლა, მა­შინ სულ დაგ­ყვე­ბო­და თან

– ახ­ლაც ასეა, მაგ­რამ ცოტა მო­უკ­ლო ჩემ­თან ერ­თად სი­ა­რულს, მა­შინ ფი­ზი­კუ­რად მჭირ­დე­ბო­და გვერ­დით დგო­მა.

– რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­გი­კავ­შირ­დი, არ და­ი­ჯე­რე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი..

– ტიკ-ტოკ­ზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იმ წლე­ბის “ნი­ჭი­ერ­ში“ რომ გა­მო­ვე­დი. ასე­თი სცე­ნა იყო, სოფო ნი­ჟა­რა­ძე მე­კი­თხე­ბა, რა გქვია, – ვანო, რას იმ­ღე­რებ, – “შენ­მა სურ­ვილ­მა დამ­ლია”. ეს ვი­დეო გა­და­ა­კე­თეს და ისეა, რომ გა­მარ­ჯო­ბა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, დამ­შვი­დო­ბე­ბა­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­ნოს ვი­ძა­ხი და მწე­რენ ხოლ­მე, მარ­თლა ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­ნოს იძა­ხიო. მე­გო­ნა, რომ თქვენც ამ თე­მა­ზე და­მი­კავ­შირ­დით.

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს ყვე­ლას მად­ლო­ბას გა­და­გიხ­დით, ვი­საც გახ­სო­ვართ და მად­ლო­ბას ვუხ­დი “რუს­თა­ვი 2“-ს, ისი­ნი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე ისევ ის ვანო ვიქ­ნე­ბო­დი, ვი­საც არა­ვინ არ იც­ნობ­და.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია