ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა

ოზურ­გე­თი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რე­ბე­ლი ლი­ან­და­გი­დან გა­და­ვი­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მა­ტა­რე­ბე­ლი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნა­ტა­ნებ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და.

მგზავ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ტა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით და­ტო­ვეს. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ოზურ­გე­თი-თბი­ლი­სის მა­ტა­რებ­ლის ელ­მა­ვა­ლი და პირ­ვე­ლი ვა­გო­ნი სო­ფელ ნა­ტა­ნებ­თან ლი­ან­დაგს ას­ცდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ამ დრო­ი­სათ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა და შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა”,- აცხა­დე­ბენ „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში“.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია