მოსკოვში ტერაქტის დროს ქართველი ქალი მოკლეს – როგორ ამოიცნეს იგი, რას ჰყვება გარდაცვლილის და?

მოსკოვში ტერაქტის დროს ქართველი ქალი მოკლეს – როგორ ამოიცნეს იგი, რას ჰყვება გარდაცვლილის და?

მოსკოვში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა. ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ISIS-ის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.   

ქალს ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი და ფილტვები აქვს დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი ტყვია გულში მოხვდა. 

“ზურგში აქვთ მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილი. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა და სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. დის ამოცნობა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტისთ ამოიცნეს”, – თქვა ნინო მამისაშვილმა.

ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე  ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
წყარო: resonancedaily. com

გთხოვთ გააზიაროთ სტატია