უკრაინაში 23 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა – რას წერენ სოციალურ ქსელში?

უკრაინაში 23 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა – რას წერენ სოციალურ ქსელში?

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა დაიღუპა. ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე ადასტურებს.

,,კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი 23 წლის ვალერი ბაძაღუა უკრაინის ისტორიაში შევა როგორც გმირი!
მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაკრძალავენ!
მას შეეძლო სივრცე დაეტოვებინა, თუმცა დედით უკრაინელმა და მამით ქართველმა ბრძოლა და თავგანწირვა არჩია!
ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ!
#დიდებაგმირებს!”, – წერს ის.

თამარ ბელქანიას თქმით, ახალგაზრდა დაღუპული მებრძოლის გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხდება.

ვალერ ბაძაღუა წარმოშობით წალენჯიხიდან იყო და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები