„მსურს გაცნობოთ, რომ ვიშვილე ულამაზესი გოგონა“ – ბრიტნი სპირსი ახალ ამბავს მორიგი შოკისმომგვრელი ცეკვით გვაუწყებს და გამომწერებს თავზარს სცემს

„მსურს გაცნობოთ, რომ ვიშვილე ულამაზესი გოგონა“ – ბრიტნი სპირსი ახალ ამბავს მორიგი შოკისმომგვრელი ცეკვით გვაუწყებს და გამომწერებს თავზარს სცემს

43 წლის პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში მორიგ, არაორდინარულ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მან გოგონა იშვილა და მას უკვე სახელიც შეურჩია, მას ლენონ ლონდონ სპირსი ერქმევა.

პოსტს თან ერთვის ვიდეოც, რომელშიც ბრიტნი სექსუალურ ბოდეშია გამოწყობილი და თავისი საფირმო მოძრაობებით ცეკვავს.

„წლებია არ მივარჯიშია, ამიტომ ეს ვარდისფერი ბოდე ჩავიცვი. როგორ ხართ ლამაზებო? ყავა მჭირდება და მსურს გაცნობოთ, რომ ვიშვილე ულამაზესი გოგონა. მისი სახელია ლენონი ლონდონ სპირსი. შეეშვით ჭორაობას ამერიკა!!! გადავწყვიტე, იტალიაში გადავიდე საცხოვრებლად“, – წერს ბრიტნი.

ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთი თვლის, რომ ბრიტნის შვილი არ აუყვანია და უბრალოდ ახალ თოჯინაზე საუბრობს.

ცნობისთვის, ბრიტნიმ უკვე არაერთხელ გამოიწვია საზოგადოებაში აღშფოთება. გასულ წელს ის თოჯინასთან ერთად გამოჩნდა და ამბობდა, რომ მისი შვილი იყო. შემდეგ კი მასთან ერთად „სამოგზაუროდაც წავიდა“.

ვიდეო იხილეთ აქ

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები