უმძიმესი ავარია: მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა
b 10-Feb, 19:01 102 საზოგადოება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მგზავრი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მმომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
გთხოვთ გააზიაროთ სტატია