"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - რას ამბობს ნინო მუმლაძე?

"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - რას ამბობს ნინო მუმლაძე?

მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა, ნინო მუმ­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­ზი­ა­რა, რომ შვილს ელო­დე­ბა... "სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში - და­წე­რა ნი­ნომ.

რო­გორც ის AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა მალე ბი­ჭის დედა გახ­დე­ბა. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ორ­სუ­ლო­ბას მისი ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმ­ში ცვლი­ლე­ბა არ შე­უ­ტა­ნია და ამ დრომ­დე სცე­ნა­ზე დგას.

- სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა, ისევ ისე­თი სა­გი­ჟე­თი მაქვს, რო­გო­რიც სულ მქონ­და და ამ წუთ­საც ეგრე ვარ... იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მად­ლო­ბა ღმერ­თს ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს მი­წყობს, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, ჩემ­მა ექიმ­მა მი­თხრა, პი­რი­ქით, რაც უფრო აქ­ტი­უ­რია ორ­სუ­ლი, მით უკე­თე­სი­აო... მეც არ ვნებ­დე­ბი, სცე­ნა­ზეც ვდგა­ვარ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­ნოს პრე­მი­ე­რაც გვქონ­და. ისევ ისეთ აქ­ტი­უ­რი რე­ჟიმ­ში ვარ, რო­გორც ვი­ყა­ვი...

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო, არ ამ­ხელ­დით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი?

- დიახ, თა­ვი­დან არ მსურ­და აჟი­ო­ტა­ჟი, ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, სიმ­ყუდ­რო­ვე მერ­ჩივ­ნა. როცა უკვე მუ­ცე­ლი და­მე­ტყო, ბუ­ნებ­რი­ვია ვე­ღარ დავ­მა­ლავ­დი. მუ­ცე­ლი გა­ი­ზარ­და და გა­მოჩ­ნდა. მერე ვთქვი, და­სა­მა­ლიც არა­ფე­რი იყო.

- ცხოვ­რე­ბის წესი თუ შეც­ვა­ლეთ?

- ვცდი­ლობ, მავ­ნე საკ­ვე­ბი არ მი­ვი­ღო... "ფასთ ფუდი", ძეხ­ვე­უ­ლი, მა­ი­ო­ნე­ზი და ასე შემ­დეგ... ვერ ვი­ტყვი, რომ რე­ჟიმს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვი­ცავ­დე და ყვე­ლა დე­ტალს ვაკ­ვირ­დე­ბო­დე. უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მი­ვირ­თვა და ან ისეთ ად­გილ­ზე, სა­დაც ნამ­დვი­ლად ვიცი რომ მავ­ნე არა­ფე­რი იქ­ნე­ბა..

ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი ახალ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბავს ძა­ლი­ან კარ­გად შეხ­ვდა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... სა­ნამ ტეს­ტის პა­სუხს და­ვი­ნა­ხავ­დით, მა­ნამ­დეც ეჭვი გვქონ­და, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. როცა ტეს­ტის პა­სუხ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, ჩვენ­თვის აღ­ვნიშ­ნეთ, სი­ხა­რუ­ლი ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ. მერე ნელ-ნელა ახ­ლობ­ლებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რეთ... იმ დღე­საც კი ინ­ტერ­ვი­უ­ზე ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, რაც ორ­სუ­ლად ვარ, ეს ბავ­შვი ხან სცე­ნა­ზეა, ხან სად და არ ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ხა­სი­ათ­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა. სულ არ და­მის­ვე­ნია და იმე­დია, ეს კარ­გად იმოქ­მე­დებს.

- ბავ­შვის სქესს თუ გაგ­ვიმ­ხელთ?

- ბი­ჭია...

გთხოვთ გააზიაროთ სტატია