„ჩემი ნამდვილი გვარი ბექაური არ არის, დრო მოვიდა ვთქვა…“- როგორ მოხვდა ფანდურა ჭურჭლის მწმენდავიდან სცენაზე და მუსიკოსის აქამდე უცნობი დეტალები პირად ცხოვრებაზე

„ჩემი ნამდვილი გვარი ბექაური არ არის, დრო მოვიდა ვთქვა…“- როგორ მოხვდა ფანდურა ჭურჭლის მწმენდავიდან სცენაზე და მუსიკოსის აქამდე უცნობი დეტალები პირად ცხოვრებაზე

„მთავარია შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო. მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო…“-

36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ  საქართველოში 2 ფანდურაა, ორივე მუსიკოსი და ხშირად ერთმანეთში ერევათ.

ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიჭიერი მუსიკოსი ბავშვობის მძიმე წლებზე და მის შემოქმედებაზე საუბრობს და „პრაიმტაიმთან“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამხელს:

ჩემი ნამდვილი სახელია – გიორგი, მეტსახელად, ფანდურას მეძახიან, გვარად ბექაური ვარ. დავიბადე დუშეთში და ბავშვობის გარკვეული წლებიც, იქ გავატარე.

ჩემი გამზრდელი, ძირითადად, სახალხო არტისტი ბ-ნი ილია ზაქაიძე იყო.  სწორედ, მისი ხელშეწყობით გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და ანსამბლ „მართვეში“ ჩავირიცხე..

მე და ცხონებული ალუდა ქეთელაური, ერთად დავდიოდით ილია ზაქაიძესთან. პირველად, „არტოს ბაღში“ ერთად ჩავატარეთ კონცერტი და დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

ეს ბავშვები, ძალიან ნიჭიერები არიან, ხელიდან არ გაუშვაო, ილიას უთხრეს. სანამ ანსამბლ „მართვეში“ გადავიდოდი, „არტოს ბაღში“ დავდიოდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელები, ანსამბლ “თბილისის“ სოლისტი გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილი იყო..

დავამთავრე ათწლედი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და დავით ქავთარაძე. ბ-ნი ანზორი, ვოკალის პედაგოგი იყო, დავითი კი, ინსტრუმენტალის – ფანდური, ჩანგი, ჭუნირი.

„მართვეში“ გიორგი უშიკიშვილის დედა, ვოკალის (ფორტეპიანო) მასწავლებელი იყო, ვუკრავდი სალამურზე, დუდუკზე, ფანდურზე, მაგრამ ფანდურმა, რატომღაც უფრო დამაინტერესა და მეტად ავუღე ალღო.

ამ პერიოდში დავიწყე ფანდურზე დაკვრის პროფესიონალურად შესწავლა და მეტსახელი ფანდურაც, სწორედ, აქედან შემარქვეს.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია