კეკელიძის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ, აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ, აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს. კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. აღსრულების პოლიციის კორდონი კართან დამცავი ფარებით დგას.

დაპირისპირებაა ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ ოჯახის გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ამბობს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია