ქართველი ბიჭის ტრაგიკულად დასრულებული გადაღება იტალიის მიტოვებულ სოფელში - რას წერს ბერძნული მედია 21 წლის გიორგი ჯანელიძის გარდაცვალებაზე
b 14-Mar, 19:25 2 569 საზოგადოება
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, გიორგი ჯანელიძე ტრაგიკულად დაიღუპა. მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც "ტიკტოკერს", სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა. ე.წ. მოჩვენებათა სოფელს ესტუმრა და მისი ვიზიტი ტრაგიკული აღმოჩნდა.
რა ვითარებაში გარდაიცვალა ის, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ ის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მაშინ გადმოვარდა, როცა ვიდეოს იღებდა, მას ფეხი დაუცდა.
წყარო: ambebi.ge