უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა
b 20-Mar, 16:15 1 036 საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობელმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კასრაძე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო, სოფელ ახრისში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
გთხოვთ გააზიაროთ სტატია