ინგა გრიგოლია 53 წლისაა: ჟურნალისტის ხმაურიანი ცხოვრება, წარმატებული კარიერა, ოჯახი და განვლილი გზა

ინგა გრიგოლია 53 წლისაა: ჟურნალისტის ხმაურიანი ცხოვრება, წარმატებული კარიერა, ოჯახი და განვლილი გზა

8 მარტდს ინგა გრიგოლია იუბილარია. ჟრნალისტს დაბადების დღეს ეკა ხოფერია ულოცავს:„ტრადიციული რვამარტობა. ახლა ოდნავ სხვაგვარად გამოვიყურებით და არც ახალი ფოტო გვაქვს.ისე მოხდა და ამით ძალიან ვამაყობ, ამდენი წლის მანძილზე, კონკურენციის, სხვადასხვა თუ ერთ არხზე მუშაობის, სტუმრების ცნობილი გადაბირებების და ბევრი სხვა ახლა უკვე სასაცილო ისტორიების მიუხედავად, არასდროს, არასდროს არ გადავსულვართ საზღვრებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს და სტიმულსაც ვაძლევდით. ბევრი ვერ დაიკვეხნის ამას ბევრ სფეროში.გილოცავ, ინგა გრიგოლია, დანარჩენი კი იცი,“ – წერს ეკა ხოფერია.

 

ინგა გრიგოლიას შვილიშვილი

  • ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. “ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა. ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა”, – წერდა ინგა გრიგოლია.

მარიამ გრიგოლიამ 2017 წელს რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა. პატარა ნინია წყვილისთვის პირველი შვილია. ნიკოლოზი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილია. მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა.

“ნიკაში, უპირველესად, ვიზუალი მომეწონა – ძალიან სიმპათიურია; მერე – იუმორი. ძალიან კეთილი, განათლებული, კარგი ბიჭია.

იყო ჩხუბი, კამათი, ეჭვიანობები ჩემი მხრიდან – როგორც ხდება შეყვარებულ წყვილს შორის, ოღონდ მნიშვნელოვანი არაფერი. ეს ეტაპები გადავლახეთ და მივედით იქამდე, რომ აწი, ასეთ რაღაცებზე აღარ ვიჩხუბებთ და სისულელედ მიგვაჩნია.

მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს სიურპრიზების კეთება, თვითონვე მაბედნიერებს, როცა სხვას ვუწყობ სიურპრიზს. ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მახსენდება, იყო ის, რომ ნიკა უცხოეთში წავიდა სასწავლებლად დიდი ხნით. მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის ქალაქი დაცარიელდა, ისტერიკა მჭირდა, მაგრამ რას ვიზამდი. სწავლას და განათლებას დიდ პატივს ვცემ და ვერ ვეტყოდი, ჩემ გამო არ წასულიყო. არავინ თქვას, რომ განშორება გრძნობას ანელებს, პირიქით, ძალიან ამძაფრებს. მე ველოდებოდი, რომ ნიკა დიდი ხნის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. ერთ დღესაც, მივედი მეგობართან და იქ დამხვდა. თურმე, უფრო მალე ჩამოდიოდა და  არ გამიმხილა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ინგას თავიდანვე ვუთხარი. მე და ინგა დიდი მეგობრები ვართ. არასდროს ერევა პირადში. თუ რჩევას ჰკითხავ, საუკეთესო რჩევას მოგცემს. მეც ვითვალისწინებ და ყველაფერს ვუზიარებ. ნიშნობაზე რა უნდა მცმოდა და საქორწინო კაბა როგორი უნდა იყოს, ინგამ მირჩია. მეც ეთერის წინ სულ ვურჩევ, რა ჩაიცვას და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ინგა გადაცემებში ჩანს ცოტა მკაცრი, თორემ რეალურ ცხოვრებაში ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა – ძალიან იცის ადამიანების შეყვარება. ერთ დღესაც მივიყვანე ნიკა და გავაცანი. მას მერე ძალიან უყვარს. ტიპური, პრეტენზიული სიდედრი არ არის.” – ამბობდა მარიამ გრიგოლია. 

ინგა გრიგოლიას ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 8 მარტს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ტელევიზიებში: „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და თოქ-შოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გენერალური პროდიუსერი. 2016 წლიდან ამავე ტელეკომპანიის გადაცემა „დღის ამბები“-სა და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია