მიხეილ ცაგარელის დიდი გაფრთხილება - თუ ახლა ამას ყურადღებას არ მიაქცევთ...

მიხეილ ცაგარელის დიდი გაფრთხილება - თუ ახლა ამას ყურადღებას არ მიაქცევთ...

ქვეყანაში ბოლო დღეებია რაც საზარელმა შემთხვევებმა იმატა. ამ მოვლენას, ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, „პრაიმტაიმთან“ ხსნის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„აქ რაშია საქმე და რასთან არის ეს დაკავშირებული. მოდი აღვნიშნოთ, რომ რასაც ახლა მე ვიტყვი, ამას ცოტა ისეთი გაგება უნდა, აქ მოგეხსენებათ, რომ ზეგავლენაა პლანეტებისა, ასტროლოგია, სწორედ ამას გვამცნობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და მოვლენებზე, რომლებიც ხდება ჩვენს სამყაროში, ისინი ქმნიან ენერგოვიბრაციულ ენერგიებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოვლენებზე. თავის დროზე, როდესაც იყო შოვის ტრაგედია, მაშინ ჩვენ საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ცუდი და მძიმე ფორმა სავსემთვარეობისა და სავსემთვარეობა, ეს სატანური დღეა ტრადიციულად და ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, თან იქ დედამიწა, ძალიან უარყოფით ენერგოველში იყო.

ახლანდელ პერიოდს რაც შეეხება, ახლა საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ხდება მძიმე რამ, ჩვენ გვაქვს დრაკონის წელიწადის შემოსვლა, ანუ დრაკონის წელიწადი ცვლის კატა, კურდღლის წელიწადს. თვითონ ეს პროცესი არ არის მსუბუქი, იმიტომ, რომ აქ ხდება სტიქიების შესვლა და ხდება ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა.

ენერგეტიკულად ძალიან რთულია. დრაკონის წელიწადი, იწყება მეცამეტე ახალმთვარეობაზე, ახალმთვარეობა, ეს არის სატანური და მძიმე დღე. მზე და მთვარე შეერთებულია და მათ შორის მიდის სამკვდრო სასიცოცხლო ომი. ეს მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, აისახება. მთვარე – ადამიანში ეს არის, გამოსახულება ემოციისა. მზე – შინაგანი ბუნებისა. ამიტომ, აქ მიდის კონფლიქტი ადამიანის ემოციურ ქვეცნობიერ სამყაროსა და მის ცნობიერ, პიროვნული მეს სამყაროს შორის. ეს იწვევს არაადეკვატურ, ემოციურ გამოვლინებებს.

ახალმთვარეობაზე, ჩვენი წინაპრები წყალსაც არ უსხამდნენ მცენარეს, რადგან იცოდნენ, რომ მალე დალპებოდა მისი ფესვები, იმდენად ცუდი და ნეგატიური დღეა. პიკს ეს მიაღწევს, 13-14 თებერვალს და იქნება ყველაზე მძაფრი. ხვდება ორი ბოროტი პლანეტა, მარსი და პლუტონი. (ეს არის ნგრევის პლანეტა) ისინი შეერთებაში არიან ერთმანეთთან, გვერდიგვერდ იმყოფებიან და 13-14-ში ერთ გრადუსში დაჯდებიან. მათი შეერთება ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი, უარყოფითი, ბოროტი ენერგია მოდის დედამიწაზე. რამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე ადამიანებს შორის კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება.

დაახლოებით 15 რიცხვამდე, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ემოციას“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ ცაგარელი.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია