(ფოტო) მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო – 12 და 30 წლის ასაკში… – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი “ავღანელი გოგონას” ტრაგიკული ისტორია

(ფოტო) მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო – 12 და 30 წლის ასაკში… – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი “ავღანელი გოგონას” ტრაგიკული ისტორია

უმ­რავ­ლე­სო­ბამ მისი სა­ხე­ლი არ იცის, მაგ­რამ მას იც­ნო­ბენ რო­გორც “ავ­ღა­ნელ გო­გო­ნას” კაშ­კა­შა მწვა­ნე თვა­ლე­ბით და წითელი თავსაბურავით 1985 წლის National Geographic-ის ჟურ­ნა­ლის ყდი­დან. ეს გო­გო­ნა, შარ­ბათ გულაა, რო­მე­ლიც ახლა უკვე ქა­ლია…

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი სტივ მაქ­ქა­რი ავ­ღა­ნეთ­სა და პასკისტანში 1984 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და. პაკისტანში, ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეულ ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ფოტოჟურნალისტის ობიექტივში მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა, ომში და­ობ­ლე­ბულ­ი და შე­ში­ნე­ბულ­ი გო­გო­ნაც აღმოჩნდა.

გულა მა­შინ 12 წლის იყო. ფოტო გავ­ლე­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის National Geographic-ის გა­რე­კან­ზე 1985 წელს და­ი­ბეჭ­და და მას შემ­დეგ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, დასავლეთისთვის გოგონას სახე ავღანეთის სახედ იქცა. ფოტომ მაქქარის და გამოცემას უამრავი ჯილდო მოუტანა.

სტივ მაქ­ქა­რი იხ­სე­ნებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ფო­ტო­სუ­რა­თი ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენ­და. სტი­ვი ფიქ­რობ­და, რომ გო­გო­ნას ფოტო ბა­ნაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სხვა ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბის­გან არაფ­რით გა­ნირ­ჩე­ო­და. ფოტორეპორტიორი 90-იან წლებში უშედეგოდ ცდილობდა შემთხვევით გადაღებული გოგონას პოვნას, თუმცა ეს ვერ შეძლო.

National Geographic-ის რე­დაქ­ცია და ფო­ტოგ­რა­ფი 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას, რომლის არც სახელი და არც გვარი იცოდნენ, წლების შემდეგ კი უკვე და­ქა­ლე­ბუ­ლი გულა იპოვეს…

2002 წლის იან­ვარ­ში National Geographic-ის გუნ­დმა გულა მო­ძებ­ნა. ის პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკიდან ავღანეთში დაბრუნდა 1992 წელს. ახალგაზრდა ქალმა გამოკითხვის შემდეგ გაიხსენა, რომ ბავშვობაში ფოტო გადაუღეს. სტივ­მა 30 წლის შარ­ბათ გუ­ლას იმა­ვე სტილ­ში გა­და­უ­ღო ფოტო, რო­გორც 18 წლის წინ. ქალს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ გა­და­უ­ღეს ფოტო – 12 და 30 წლის ასაკ­ში… 

შარ­ბათ გუ­ლამ პირ­ვე­ლად სწორედ მა­შინ ნახა თა­ვი­სი ბავშვობის ფოტო. ქალ­მა არც იცო­და, რომ მსოფ­ლიო უკვე დიდი ხა­ნია იც­ნობ­და.

“მისი სახე შეც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ თვა­ლე­ბი – მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი”, – იხ­სე­ნებს ფო­ტოგ­რა­ფი.

ფოტოგრაფთან შეხვედრამდეც და მის შემდეგაც, ყველაზე ცნობილმა ავღანელმა გოგონამ საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო. მას შემდეგ რაც, საბჭოთა კავშირმა ავღანეთი დაბომბა, გულას ოჯახი – მამა, ძმა და სამი და პაკისტანში მთების გავლით ჩავიდნენ და დევნილთა ბანაკში დასახლდნენ 1984 წელს.

შარბათ გულა არასრულწლოვნობაში დაქორწინდა, 15 წლამდე ასაკის და 1992 წელს ავღანეთში დაბრუნდა ახალ ოჯახთან ერთად. 2012 წელს ახალგაზრდა ქალი დაქვრივდა – მისი მეუღლე ც ჰეპატიტით გარდაიცვალა. გულას სამი გოგონა ჰყავს. მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბის ასაკში გარ­და­ეც­ვა­ლა. შარ­ბა­თი იმე­დოვ­ნებს, რომ მისგან განსხვავებით, გო­გო­ნე­ბი მა­ინც შეძ­ლე­ბენ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას.

2016 წელს შარბათ გულა პა­კის­ტან­ში და­ა­პა­ტიმ­რეს ყალ­ბი დოკუმენტების გამო. ქალს 15-დღიანი პატიმრობა და ავღანეთში დეპორტაცია მიუსაჯეს. მისი დაპატიმრება მკაცრად გააკრიტიკა “ამნესთი ინთერნეიშენელმა”.

ავღანეთში დეპორტირებულ გულას და მის შვილებს ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ განი და ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი შეხვდნენ.

ავღანეთის ხელისუფლების ინიციატივით, 2017 წლის დეკემბერში შარბათ გულას 280 კვ. მეტრის ბინა აჩუქეს ქაბულში. ეს მისი პირველი საცხოვრებელი იყო წლების განმავლობაში…

ინფორმაციის წყარო: allnews.ge

გთხოვთ გააზიაროთ სტატია