ანსამბლი “ერისიონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
b 12-Mar, 21:01 527 საზოგადოება
ანსამბლი “ერისიონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც ანსამბლში 20 წელი მღეროდა. იგი იყო იშვიათი ბანის მქონე მომღერალი და უკეთილშობილესი პიროვნება.
ანსამბლის სახელით, ვიზიარებთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას…
დაკრძალვა: 14 მარტს, 2 საათზე
მის: უნივერსიტეტის ქუჩა 6”
გთხოვთ გააზიაროთ სტატია