“მას შეუძლია დიდი დარტყმა მიაყენოს მსოფლიოს…” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

“მას შეუძლია დიდი დარტყმა მიაყენოს მსოფლიოს…” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება.

„🔴ლელა კაკულია: ვხედავ აფეთქებას – დამანგრეველს, მაგრამ ჭკუის მსწავლებელს!
⭕️2023 წელი, 21 ნოემბერი,
რუსების, ამერიკელების, ევროპელების პოლიტიკური თამაში სიტყვიერი განცხადებებიდან ქმედებებში გადავა, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება. ამერიკას აჰყვება მთელი მსოფლიო. თურქეთიც კი გადაიფიქრებს
მის საწინააღმდეგო
თამაშებს, იმიტომ, რომ ერდოღანს გაუჭირდება ასეთი ჭკუაგადაბრუნებული თურქეთის მართვა.
‼️ახლო აღმოსავლეთის მხარეს ატომურ აფეთქებას ვხედავ. ეს აფეთქება დამანგრეველია, მაგრამ ჭკუის მსწავლებელიცაა.
ვხედავ, დაიწყება მიწების გადანაწილება და აქ საქართველო გამოძვრება.
‼️სამაჩაბლო და აფხაზეთი — ეს საქართველოა! არავითარი ძალა არ არსებობს, რომ ეს ტერიტორიები წაგვართვას. მოდით, აბა, მეჭიდავეთ! მე თმის ღერიც არ ჩამომვარდება, თქვენ კი, შადიმანებო, ბღუჯა ბეწვი გაგცვივდებათ. დედა გეტირებათ!!!
და ვაშა ჩემს ქვეყანას, ვაშა ჩემს ქართველებს!
⭕️ 2023 წელი, 26 ნოემბერი
ვხედავ, რეალური ძალა, რომელიც ყალიბდება, შეაჩერებს უზარმაზარ დარტყმას საქართველოზე და ჩვენს ქვეყანას საერთოდ ასცდება ყველა საშიშროება.
🇬🇪აი ამის ასრულება მინდა, ვინაიდან ამაშია საქართველოს გადარჩენის ენერგია. და ასრულდება კიდეც — თავად იხილავთ, ქართველებო, როგორ გადარჩება ჩვენი სამშობლო.
მესმის ლექსად:
✴️„და გაბრწყინდება
ყოველივე
თეთრი ვარსკვლავით.
ეს საქართველოს სიცოცხლის ხმაა: ისმის, არაგვის ჩანჩქერი ღელავს.
ყველა მდინარე რომ შეერთდება, მაშინ იწყება მტარვალთა ცვენა“.
🔸️🔸️🔸️
ახლა ვწინასწარმეტყველებ და თავად მიკვირს, რასაც ვხედავ: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმდენად მძლავრია, რომ მსგავსი სიმძლავრის სადგური ლამის მთელ მსოფლიოში არ არსებობს. მას შეუძლია დიდი დარტყმა მიაყენოს მსოფლიოს — თუმცა უფრო ევროპას, ვიდრე ამერიკას.
ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული ცვლილებების მიუხედავად, ზაპოროჟიეს სადგური ყველაზე საშიშად რჩება მსოფლიოში. გაიხსენეთ ჩემი 1992 წლის 22 მარტის წინასწარმეტყველება: ☢️„რუსეთის ტერიტორიაზე ატომური გაჟონვები, აფეთქება —ჩერნობილზე უარესი“.
პირდაპირ ახლა ხედვაში მოულოდნელად წამოვიდა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კიდევ ორი ატომური სადგური,
რომლებიც თითქოს არ ჩანს, ანუ ფარული ობიექტებია. სხვა დასახელებები აწერია, სხვა ორგანიზაციის სახელს ატარებენ, მაგრამ სულ სხვა რამეს კი ემსახურებიან. სინამდვილეში ეს ადამიანების გასანადგურებელი მანქანაა.
ამაზე ძალიან დაიძაბება მთელი მსოფლიო და ყველა მოიმართება რუსეთის წინააღმდეგ— მსოფლიო მოითხოვს რუსეთის დასჯას.
ვხედავ კიდეც
ორ გენერალს — მნიშვნელოვანი ფიგურები კი არიან, მაგრამ დღეს განსაკუთრებულ როლს ვერ ასრულებენ და მათი მნიშვნელოვნება მალე გაქრება კიდეც. უფრო სხვა ძალები მოდიან.
ახლა მოსკოვში ვინ რა სავარძელს დაიმსახურებს, რას მოიპოვებს — ბრძოლითა თუ ნაცნობობით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ყურადღებას არ აქცევენ.
ვხედავ, რუსეთისა და ირანის ურთიერთობები დაიძაბება. რუსეთმა კარგად იცის, ვის
რა აქვს
და ამიტომ ირანი იძულებული შეიქნება, რაღაცები დათმოს. თეირანმა სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ძალა, თავისზე სუსტი ჰგონია. დიაგნოზებს ვერ სვამენ.
ახალი ობიექტების გახსნით ირანი მთელ პლანეტას უპირისპირდება. მაგრამ აფეთქებას თუ დაიწყებენ, პირველ რიგში თვითონ ირანი აფეთქდება და მერე ირანი რუსეთს დაარტყამს.
საოცრება იცით, რა არის? ვხედავ, რომ ირანი სულ სხვა პოლიტიკას აირჩევს — ისეთს, რომელიც თავის გადარჩენის პოლიტიკას ჰგავს, და მოულოდნელად ამერიკასთან „ჩახუტებას“ შეეცდება. ევროპა უარყოფითად შეხედავს ირანის ამ მცდელობას, არ დაუჯერებს მას, და თეირანის პოლიტიკა, რომლის გატარებასაც ის ფიქრობს, მიუღებელი აღმოჩნდება არა მარტო ევროპისთვის, არამედ ამერიკისთვისაც.
🔸️🔸️🔸️
ისრაელს აქვს განსაცვიფრებელი სამხედრო ტექნიკა, რითაც ის დიდ ზიანს აყენებს მუსლიმებს. გარდა ამისა, ისრაელს ხელს უწყობენ ძნელად გასაშიფრი პოლიტიკური მდგომარეობის შექმნითაც, რათა მან ომი მოიგოს.
და ვხედავ, რომ ისრაელს ხელში გამარჯვების დროშა უჭირავს!
P.S. ფოტოზე: ბატონი სიმონი მადლობას უხდის მეუღლეს აფხაზეთ-სამაჩაბლოზე წინასწარმეტყველებისთვის ❤️❤️❤️“, – აღნიშნულია პოსტში.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია