პოლიტიკა

ევროპაში ბოლოს განაცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ავადმყოფია და არ ღირს მასთან კონტაქტი! - ლელა კაკულია

გაზიარება:

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი მორიგი 2012 წლის 11 მაისით დათარიღებული წინასარმეტყველება ქვეყნდება.

"ლელა კაკულია: ევროპაში ბოლოს განაცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ავადმყოფია და არ ღირს მასთან კონტაქტი!

მეგობრებო, ესპანურენოვანი მოსახლეობისთვის ითარგმნა და ვიდეოდ „აიკინძა“ ლელა კაკულიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომლის შეხსენება ქართველი მკითხველებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვისაც და თავად რუსეთის მოსახლეობისთვისაც.
ამიტომ ვიდეოს თან ვურთავთ ქართულ და რუსულ ტექსტობრივ ვერსიებსაც

2012 წელი, 11 მაისი
მომავალში რუსეთი მაინც ვერ დაწყნარდება. ვხედავ, ხალხი ოპოზიციას აიძულებს, რომ უფრო აქტიურები გახდნენ და შეადგინონ მოქმედების ეფექტური გეგმები, ვინაიდან მრავალი ადამიანი გამოვა ქუჩაში.
ხალხი მთავრობას არაფერს დაუთმობს. პირიქით, იწყება ხელჩართული ბრძოლები. ოპოზიციის ლიდერებს უკვე მიუსჯიან არა ათ დღეს ან ორ კვირას, არამედ ორ-სამ თვეს ან ერთ წელს, რათა ხალხი ლიდერების გარეშე დატოვონ. იგონებენ ათასნაირ ხრიკებს, მაგრამ მთავრობას ეს ვერ უშველის. მოკლედ, ერთხანს იბატონებენ - ვინაიდან ძალაუფლება მათ ხელშია - ამით დროს იგებენ და მოქმედებენ, რითაც საკუთარი მმართველობის პერიოდს ამცირებენ. თუმცა, არც ოპოზიციიდან იქნება ვინმე, ვინც არჩევნების დროს გაიმარჯვებს და მოვა მთავრობაში.

ასე რომ, იქმნება ახალი პარტიები, ჩნდება ახალი კადრები, ახალი სახები, რაც რუსეთს სჭირდება.

დღევანდელმა მთავრობამ რაც უნდა მოიმოქმედოს, მაინც წავა დადგენილ დროზე ადრე. ამიტომ მთელ რუსეთს ძალიან, ძალიან რთული პოლიტიკური პერიოდების გადატანა მოუწევს.იჭერენ ყველას და ეს პრეზიდენტის ბრძანებით ხდება. ეს იქნება მისი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მერე ვერაფრით ვერ გამოასწორებს. უფრო მეტიც: საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნის სურვილი — ანუ დაბრუნება იმ წარსულისა, როდესაც რუსეთი შიშის ზარს სცემდა მთელ მსოფლიოს და თანატოლი ზესახელმწიფო იყო ამერიკისა, იყო გაერთიანებული 15 სახელმწიფოს მმართველი, იმ სახელმწიფოებისა, რომელთა საერთო დედაქალაქი გახლდათ მოსკოვი — ძალზე დიდია და აქ რუსეთის მთავრობა უდიდეს შეცდომებს დაუშვებს.

ისინი ყველასა და ყველაფერს უპირისპირდებიან და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ხალხი მათ არ აპატიებს. ვიმეორებ: რუსეთი იშლება — არაფერი ეშველებათ!

„ეს მთავრობა უნდა გადადგეს!“ — ასე ფიქრობს მომავალში მთელი რუსეთი. მთავრობას მომხრეებიც კი განუდგებიან და ზუსტად ეს იქნება მათი დაშლის დასაწყისი. ხალხის გამოსვლები ქუჩებში უფრო და უფრო მოიმატებს და ამას ვერც პოლიცია და ვერც ჯარი ვერ გაუმკლავდება.

ვხედავ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილს. ხალხი განაცხადებს, რომ ეს მთავრობამ ჩაიდინა.

მომავალში, ვხედავ, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ დაჯდება, არავის სურს რუსეთთან საქმის დაჭერა, აღარ ენდობიან, განსაკუთრებით, ევროპა. რუსეთის მთავრობა კარგავს მომხრეებსაც და ნდობასაც. ევროპის ქვეყნების ახალი პრეზიდენტები რუსეთის პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებენ. ბოლოს კი განაცხადებენ, რომ იგი ავადმყოფია და არ ღირს მასთან კონტაქტი. დაიჯერეთ, ეს ასე იქნება ასი პროცენტით და დღეს ამის ყველა ნიშანი აუცილებლად გამოჩნდება.
განსაკუთრებით ამერიკა იქნება წინააღმდეგი. ეს გარემოებაც დიდად შეუწყობს ხელს, რომ რუსეთის მთავრობა აუცილებლად გადადგეს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტს არავითარი შანსი აღარ ეძლევა, მართოს ქვეყანა, ანუ მოუგოს რუს ხალხს, რა ძალაც უნდა გამოიყენოს.

მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთ კავკასია უფრო იძაბება, კავკასიელთა მოქმედება ტერაქტებს კი არ ჰგავს, არამედ დიდ ომს, რასაც რუსები დღეს მალავენ და ყველა საბრძოლო მოქმედებასა ტერაქტს არქმევენ. რეალურად ამას დიდი ომი ჰქვია, რასაც მერე თავადაც აღიარებენ. მე ადრეც ვთქვი, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავმოყრილია მუსლიმთა ძლიერი ძალები.

რუსეთს საკუთარი შიდასაზღვრებიც აქვს კიდევ გასარკვევი. ვიმეორებ: ბევრი რეგიონი მოითხოვს დამოუკიდებლობას. ეს ძალიან რთული პოლიტიკური საკითხია, ვინაიდან რუსეთმა შეიძლება საკუთარ ტერიტორიებზე ომი წამოიწყოს.
იაპონია ისევ იწყებს კურილის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. დღეს თითქოს რაღაცას წყვეტენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ამიტომ იაპონია თავიდან იწყებს შეტევას ამ საკითხზე. კი ცდილობს რუსეთი, რომ თავისი პოზიციები შეინარჩუნოს ყველგან, მთელ მსოფლიოში, მაგრამ არაფერი გამოუვა. რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმული ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ჰგავს იმ მოძალადე ადამიანის ქცევას, რომელიც სულ ფიქრობს, რომ მხოლოდ ომით თუ დაალაგებს და მოაწესრიგებს შიდა თუ გარე პრობლემებს.

ეს ძალიან დაადარაჯებს მერიკასა და ევროპას, საერთოდ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და რუსეთს სერიოზულ პოლიტიკურ ომს გამოუცხადებენ, რასაც „ცივი ომი“ ჰქვია, და მნიშვნელოვან დარტყმებს მიაყენებენ, რაც რუსეთის მთავრობას მართლა გამოაფხიზლებს:

პირველი — ეს არის ეკონომიკური დარტყმა ვაჭრობის ხაზით;
მეორე — ტერიტორიებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები და აღმოსავლეთის ქვეყნებში რუსული პოლიტიკის ძირფესვიანად მოთხრა.

თუმცა, მუსლიმური ქვეყნები, არაბული სამყარო ომს ჯერ არ დაამთავრებს. სირია ომობს, ეგვიპტეც ომობს, დაძაბულია მთელი აღმოსავლეთი და ასეთი რთული ვითარებით რუსეთის მთავრობა სარგებლობს. იგი ძალიან საშიშ პოლიტიკას გაატარებს ამ ქვეყნებთან მიმართებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ სახლში საკუთარი ხელით აიფეთქებენ ბომბს, ვინაიდან, ვიმეორებ, მუსლიმები პატარა დარტყმას განახორციელებენ რუსეთში. ეს არის ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმების, მათი ჩაგრული ძმების დაცვა.

ამავე დროს რევოლუციური სულისკვეთება მოსკოვსა და მთელ რუსეთში უფრო და უფრო ღვივდება. ოპოზიციასაც ბევრი აქვს სალაპარაკო თემა, ფაქტები, და თითქმის მთელი რუსეთი აუმხედრდება საკუთარ მთავრობას, რასაც აშშ დიდი სიამოვმენით უწყობს ხელს.

საქართველოს მდგომარეობა და ქართული პოლიტიკა კი ფერისცვალობას ფერს შეიცვლის. ეს ფერისცვლა არის გამარჯვება ქართველი ერისა და დიდი ზეიმი საქართველოს ნამდვილი, დიდი პოლიტიკისა.
ეს ის გამარჯვებაა, რომელსაც ვერანაირი რუსეთი და მსოფლიოც კი ვერ მოერევა, იმიტომ, რომ იგი მოდის პირდაპირ კოსმოსიდან და ამიტომ სჯობს, ყველამ თავისი ადგილი მოძებნოს.
ყველანაირი უარყოფითი საქართველოს მიმართ, განადგურებული იქნება კომოსის მიერ. როგორ? — კითხვას ნურც დასვამთ. ამაზე თავად ფაქტები ილაპარაკებენ.
და საერთოდ, მთელ მსოფლიოში, როგორც ადრეც აღვნიშნე, ყველგან ყველაფერი იცვლება: პრეზიდენტები, კონსტიტუციები და ა.შ.

რუსეთი ქართულ პოლიტიკაში ცხვირს ვეღარ ჩაყოფს. დგება ერთი პერიოდი, როცა ამერიკა-ევროპასთან დაძაბულ პოლიტიკურ ომში რუსეთი (რომელმაც იცის, რომ ეს ომი წაგებული აქვს) მოინდომებს, რომ იყოს ძალიან ლოიალური და რბილი — რითაც ხაზს გაუსვამს, რომ იგი ფეხდაფეხ მისდევს წამყვანი ქვეყნების კანონებს — და იგი დააბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს აუცილებლად ასე მოხდება ასი პროცენტით!

თბილისი საქართველოს დედაქალაქი იყო და დარჩება. ამას ვიმეორებ მუდმივად, ვინაიდან ვხედავ, რომ ხალხს ეს კითხვა ებადება.
ადრეც აღვნიშნე, რომ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ულამაზესია, მაგრამ მაგონდება ლექსი დუტუ მეგრელისა:

„ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო -
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო“...
და მახსენდება ასევე გრიშაშვილის ლექსიც:
„საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო
და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში“.
ასე რომ, ქართულ პოლიტიკაში რა ძვრებიც მოხდება, ყველაფერი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დადებითი სახით გამოვლინდება მომავალში.

კოდის განახლება
მარკეტინგი
DAYS.GE

ცხელი ამბები

თეგები