რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა
ახალი ამბები
რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა

თბი­ლის­ში, მოკ­ლუ­ლ ახალ­გაზ­რდა ქალს 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­ას, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში, ფიროსმანის ქუჩაზე ჩაასვენებენ.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მე­უღ­ლემ, არასრულწლოვანი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა.

ქალს ჭრი­ლო­ბე­ბი ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.
ცნობისთვის, სოფო კვა­რა­ცხე­ლია 2017-2018 წლებში, ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ბი­უ­რო­ში მუ­შა­ობ­და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ ის მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­ავი­და.
„ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი იყო. შტაბ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ… უფროსი ვაჟის პრობლემის გამო გადავიდა სოფო თბილისში,
შვი­ლის გამო გა­უ­ჭირ­და მუ­შა­ო­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, დავ­ტო­ვო სამ­სა­ხუ­რი და თბი­ლის­ში გა­და­ვი­დეო.
მეუღლე გალიდან იყო, სოფოს დედაც გალიდანაა“, – გვითხრს ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა, დეპუტატმა ირაკლი ბაღათურიამ.
შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი

..

„ლენა 14 წლის შვილთან ერთად მკვდარი ვნახე, 2-2-ჯერ ესროლეს, დამნაშავეებს იცნობდნენ, სუფრა ჰქონდათ 4 კაცზე გაშლილი“ - გეგეშიძეების გაუხმაურებელი ამბავი
ახალი ამბები
„ლენა 14 წლის შვილთან ერთად მკვდარი ვნახე, 2-2-ჯერ ესროლეს, დამნაშავეებს იცნობდნენ, სუფრა ჰქონდათ 4 კაცზე გაშლილი“ - გეგეშიძეების გაუხმაურებელი ამბავი

ორმაგი მკვლელობა

გაგანია „ზასტოის“ პერიოდი იდგა და 2 იანვარი, ეგრეთ წოდებული, ბედობის დღე თენდებოდა. იმერეთის ერთ-ერთი დიდი სოფლის საბჭოს თავმჯდომარე მურმან შენგელია უთენია მიადგა გეგეშიძეების კარ-მიდამოს და დაიძახა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. შემდეგ ჭიშკარი გააღო და ეზოში შევიდა. სწრაფი ნაბიჯებით გაიარა გზა და პირველი შოკი მაშინ მიიღო, როდესაც კავკასიური ნაგაზი „ბურა“ კიბეების ქვეშ მოკლული დაინახა.

შემდეგ სახლის კარი გააღო და შეძრწუნდა – ოდის პირველ სართულზე 34 წლის ლენა კოზლოვასა და მისი 14 წლის ქალიშვილის – ოლგა გეგეშიძის ცხედრები დაინახა და არაადამიანური ყმუილი აღმოხდა. ლენა და ოლგა დედა-შვილი იყვნენ. მურმანი კი – ოლგას ბებიის ღვიძლი ძმა. ლენას მეუღლე და ოლგას მამა 36 წლის კოტე გეგეშიძე რუსეთში იყო სამუშაოდ წასული და უკვე სამი თვის განმავლობაში არ ჩანდა.

მურმან შენგელია თავის ჩვენებაში წერდა:

„ლენა და ოლგა ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ, რომ ბედობას ყველა ერთად შეხვედროდით, მაგრამ არ გამოჩნდნენ. მე საკმაოდ მთვრალი ვიყავი და ჩამეძინა. დილით კი უთენია გავიღვიძე და მათთან წავედი, რომ გამეგო, რატომ არ გამოჩნდნენ. ისინი კი დახოცილები დამხვდნენ...“

..

ძნელია ამდენ ცილისწამებას და ტალახს გაუმკლავდე…” – ნახეთ რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
ახალი ამბები
ძნელია ამდენ ცილისწამებას და ტალახს გაუმკლავდე…” – ნახეთ რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

ცნობილი მოდელი და ტელესახე ალექსანდრა პაიჭაძე გიორგი კეკელიძეს თემას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, გიორგი კეკელიძემ თავის მოკვლა სცადა.
”გრცხვენოდეს განმსჯელო, არასწორო, ფარისეველო ერო…!!!!!! მიყვარხარ გიორგი! გისურვებ უკეთეს საზოგადოებას! სხვა ქვეყანაში მინდა ცხოვრების გაგრძელება!” – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ.

ერთ-ერთმა მომხმარებლემა იკითხრა რა შუაში იყო ამ შემთხვევაში ერი, რაზეც პაიჭაძემ ასე დაუკომენტარა:
”რა შუაშია და, გახსოვს შარშან, რა დღეში ჩააგდეს, დაუდგენელი, გამოუძიებელი “ფლირტის” გამო? ძნელია ამდენ ცილისწამებას და ტალახს გაუმკლავდე, როცა მართლა ამდენ კარგ რამეს ემსახურები, როცა ყოველდღე პროდუქტიული ხარ, თუმცა, ხელოვანი და მგრძნობიარე. ასე ვგრძნობ მე. ხალხმა განსჯით და ტალახის სროლით გააღრმავა ის დეპრესია, რაც კი ოდესმე ქონია. ასე ემართება ტვინს, როცა დიდი დარტყმა მოდის, დიდი დარტყმა კი ძირითადად ზომაში ბევრად დიდია, ვიდრე ამის გამომწვევი მიზეზი, იმიტომ რომ ამ სივრცემ, ყველა დამპალს მისცა აზრის გამოთქმის უფლება და სხვისი განსჯის საშუალება.” – ასე დაუწერა კომენტარებში ალექსანდრამ გამომწერს.
p.s. ცნობისთვის არსებული ინფორმაციით გიორგი კეკელიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

..

ამ ბიჭს ბოლო ზარზე დედამ ამერიკიდან წერილი მისწერა. აი რა ეწერა
ახალი ამბები
ამ ბიჭს ბოლო ზარზე დედამ ამერიკიდან წერილი მისწერა. აი რა ეწერა

ეს წერილი ჟურნალისტმა დარეჯან ფერაძემ ფეისბუქის მეშვეობით მისწერა შვილს:
“წერილი თედოს…

..

ჯოჯოხეთური ვიდეო ბუჩადან - რაშისტებს უკრაინელები დასახვრეტად მიჰყავთ
ახალი ამბები
ჯოჯოხეთური ვიდეო ბუჩადან - რაშისტებს უკრაინელები დასახვრეტად მიჰყავთ

The New York Times-ის მიერ მოპოვებული მოწმეების ჩვენებები და ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ დასაჯეს სიკვდილით 4 მარტს, ბუჩაში მინიმუმ რვა უკრაინელი, რაც პოტენციური ომის დანაშაულია. 

..

გამოიდარებს თუ არა საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
ახალი ამბები
გამოიდარებს თუ არა საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი


საქართველოში 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება,  დათბება. 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი...

”ღმერთმა ქნას ვცდებოდე… სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ…” – ნოე სულაბერიძეს ემოციური წერილი
სოციალური მედია
”ღმერთმა ქნას ვცდებოდე… სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ…” – ნოე სულაბერიძეს ემოციური წერილი

სოციალურ ქსელში პოპულარულია ნოე სულაბერიძეს ემოციური სტატუსი, რომელიც ცნობილმა წამყვანმა რამდენიმე ხნის წინ დაწერა. პოსტს უცვლელად..

„წავიდა ჩვენგან ზეცაში“ ნახეთ რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ზურა ხაჩიძე
ახალი ამბები
„წავიდა ჩვენგან ზეცაში“ ნახეთ რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ბერი ნეოფიტე გარდაიცვალა. „წავიდა ჩვენგან ზეცაში, უფალთან. ძალიან კარგი პი

..

მარკეტინგი
DAYS.GE

თეგები