ახალი ამბები

ბათუმის პორტში "რუსული სანქცირებული გემების" მომსახურებაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტებას აკეთებს

გაზიარება:

"რუსული სანქცირებული გემების" მომსახურებაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში.

სააგენტოს ინფორმაციით, 02 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride. ტრანზიტული ტვირთი - 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის.

„ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით.
ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ. შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კოდის განახლება
მარკეტინგი
DAYS.GE

თეგები