nukri
გამოქვეყნდა: 21:28, 10 November 2021
შოუბიზნესი

ბიჭი ყველაზე კეთილი გულით, შეყვარებული, რომელიც ფანებმა დაუწუნეს და ნარკოტიკების სკანდალი - როგორ ცხოვრობს თურქული კინოინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავი, ჩაათაი ულუსოი


ბიჭი ყველაზე კეთილი გულით, შეყვარებული, რომელიც ფანებმა დაუწუნეს და ნარკოტიკების სკანდალი - როგორ ცხოვრობს თურქული კინოინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავი, ჩაათაი ულუსოი

თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრია მსოფ­ლი­ოს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს და კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში უკვე ისე გან­ვი­თარ­და ეს სფე­რო, რომ თუკი ადრე თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი უხა­რის­ხოდ მი­იჩ­ნე­ო­და, ახლა ხა­რის­ხი ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე კი თურ­ქულ ფილ­მებ­სა, თუ სე­რი­ა­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს.

ჩა­ა­თაი ულუსოი კი იმ თურქ მსა­ხი­ობ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში იც­ნო­ბენ და მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. ის და­კა­ვე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბით, არა­მედ თა­მა­შობს ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის­თის მომ­ზა­დე­ბულ სე­რი­ა­ლებ­სა, თუ ფილ­მებ­ში და არის პირ­ვე­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც "ნე­ტფ­ლიქ­სის“ სე­რი­ალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ჩა­ა­თაი 1990 წლის 23 სექ­ტემ­ბერს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა ბულ­გა­რე­თი­და­ნაა და თურ­ქეთ­ში მა­შინ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რო­დე­საც 10 წლის იყო. მსა­ხი­ობს ჰყავს უმ­ცრო­სი ძმა ათა­ლაი.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ა­თაი სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ბა­ღე­ო­ბა­სა და გამ­წვა­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას სწავ­ლობ­და. ის ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ბავ­შვი იყო და ამი­ტო­მაც, მშობ­ლებ­მა სპორტზე შე­იყ­ვა­ნეს. ულუსოი ოც­ნე­ბობ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოს სხვა გზა აირ­ჩია. გარ­და კა­ლათ­ბურ­თი­სა, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ყვინ­თვი­თა და ცურ­ვით.

2010 წელს მე­გო­ბარს მო­დე­ლე­ბის ქას­თინგზე გაჰ­ყვა, თუმ­ცა მე­გობ­რის ნაც­ვლად, ჩა­ა­თაი შე­არ­ჩი­ეს და აქე­დან და­ი­წყო მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა. 19 წლის ასაკ­ში მან თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და მა­ლე­ვე მი­ი­ღო პირ­ვე­ლი როლი სე­რი­ალ­ში Adini Feriha Koydum. სე­რი­ა­ლი ეს­პა­ნეთ­სა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში დღემ­დე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

მალე მსა­ხი­ო­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. 2013 წლის 25 იან­ვარს 30 თურ­ქი მსა­ხო­ბი და მათ შო­რის, ჩა­ა­თაი ულუსოი, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ის ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბამ და­ა­კა­ვა. მარ­თა­ლია, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ეს საქ­მე დღემ­დე არაა და­ხუ­რუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბას კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია.

2015 წელს ჩა­ა­თა­იმ თა­ვი­სი კა­რი­ე­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი მი­ი­ღო - ის სე­რი­ალ Medcezir-ში მთა­ვა­რი გმი­რის, ია­მან კუ­პე­რის როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს.

ეს იყო როლი, რო­მელ­მაც მსა­ხი­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით ფანი შეს­ძი­ნა. ჩა­ა­თა­ის პარტნი­ო­რო­ბას თუ­რუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი, სე­რე­ნაი სარ­ქა­ია უწევ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი შოუს, the O.C.-ის რი­მე­ი­ქია.
გააგრძელეთ კითხვა

CTRL
ENTER
იპოვეთ შედომა?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl + Enter
კომენტარები (0)

მსგავსი ამბები:
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ელისო ბოლქვაძე და არმაზ ახვლედიანი კომიტეტის სხდომაზე?
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ელისო ბოლქვაძე და არმაზ ახვლედიანი კომიტეტის სხდომაზე?
26.10.21, ახალი ამბები / საზოგადოება
ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი სიმართლე, რომელიც ახლახანს ხდება ცნობილი ეს უდიდესი სკანდალია
ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი სიმართლე, რომელიც ახლახანს ხდება ცნობილი ეს უდიდესი სკანდალია
14.10.21, საზოგადოება
როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა „ელიფი“ - გოგონა თურქული სერიალიდან, რომელიც გამუდმებით იკარგებოდა
როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა „ელიფი“ - გოგონა თურქული სერიალიდან, რომელიც გამუდმებით იკარგებოდა
11.10.21, შოუბიზნესი
"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა
"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა
07.10.21, ახალი ამბები / საზოგადოება
სოციალურ ქსელში ხალხს უნდა რომ უგო საქართველოს მეფე გახდეს… ესპანეთში ყველაზე სასურველი სასიძოა…” – ნახეთ ვინ არის უგო ბაგრატიონი, რომელიც უკვე ყველას ყურადღების ცენტრშია
სოციალურ ქსელში ხალხს უნდა რომ უგო საქართველოს მეფე გახდეს… ესპანეთში ყველაზე სასურველი სასიძოა…” – ნახეთ ვინ არის უგო ბაგრატიონი, რომელიც უკვე ყველას ყურადღების ცენტრშია
14.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება
დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის დაღუპვის შემდეგ
დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის დაღუპვის შემდეგ
14.08.21, ახალი ამბები / საზოგადოება

სხვა სიახლეები: