უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახ­რის­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 46 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გოგა კას­რა­ძე სა­კუ­თარ მი­წის ნაკ­ვეთს ე.წ. ხე­ლის ტრაქ­ტო­რით ამუ­შა­ვებ­და, რა დრო­საც ტრაქ­ტო­რის სახ­ნავ­მა მე­ქა­ნიზ­მმა ჩა­ით­რია. ოჯა­ხის წევ­რებ­მა კას­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ცხე­და­რი სას­ტი­კად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. კას­რა­ძე, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლი იყო, სო­ფელ ახ­რის­ში მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია