"მისმინეთ რამდენიც გინდათ, ყველა ზარის განხორციელებისას ამას გავაკეთებ", - პეტრე კოლხი

"მისმინეთ რამდენიც გინდათ, ყველა ზარის განხორციელებისას ამას გავაკეთებ", - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ შესაძლოა მას უსმენდნენ.

კოლხის თქმით, მას ამის არ ეშინია, რადგან არაფერს განსხვავებულს არ ამბობს იმისგან, რასაც სოციალურ ქსელში ისედაც წერს:

,,მისმინეთ” რამდენიც გინდათ, იმაზე მეტს ტელეფონზე არ ვსაუბრობ, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ… ქვეყნის და ეკლესიის მტერი არასდროს ვყოფილვარ, არც მომავალში ვიქნები, მაგრამ ისეთი მიამიტი გგონივართ, რომ თქვენი ეს პრიმიტიული ხრიკები არ ვიცი?!

ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც, ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ… თუმცა განაგრძეთ მოსმენა, იქნებ ტვინი გაგეხსნათ, ოღონდ რაც არ გაქვთ, ის როგორ გაიხსნება!..“, – წერს პეტრე კოლხი ფეისბუქში.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია