სავაჭრო ცენტრში აფეთქება იყო – დაღუპულია დაახლოებით რამდენიმე ადამიანი

სავაჭრო ცენტრში აფეთქება იყო – დაღუპულია დაახლოებით რამდენიმე ადამიანი

რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდში, სავაჭრო ცენტრში აფეთქებება მოხდა. ამასთნ დაკავშირებით სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ.

რუსული პროპაგანდისტული გამოცემები წერენ, რომ თავდასხმა უკრაინული მხარის მიერ არის განხორციელებული. უკრაინული წყაროები კი ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრს რუსების მიერ გაშვებული რაკეტიდან ჩამოვარდნილი ნაწილები მოხვდა.

რუსული Telegram არხი Baza წერს, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა 8-დან 12-მდე მერყეობს.

ბელგოროდის გუბერნატორი ოფიციალურად 5 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.

მანამდე განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მათი ცნობით, ბელგოროდის ცაზე 14 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. თუმცა, ისინი არაფერს არ წერენ მსხვერპლზე.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია

გთხოვთ გააზიაროთ სტატია