"თუ სააკაშვილი საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა" - კონსილიუმის წევრი ექიმი

"თუ სააკაშვილი საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა" - კონსილიუმის წევრი ექიმი

ეს ჩემი აზ­რია და რო­გორც კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა, არ გა­ნი­ხი­ლოთ. თუ [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი] უკან, სა­ი­და­ნაც გად­მო­იყ­ვა­ნეს - პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და, ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში იმ სტა­ტუსს და­უბ­რუნ­დე­ბა, რაც 6-7 თვის წინ ჰქონ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა ექიმ­მა, გი­ორ­გი გრი­გო­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­ა­კაშ­ვი­ლის სო­მა­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რაც წო­ნა­ში 7-8 კი­ლოს მა­ტე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, თუმ­ცა, მისი ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი არ არის.

"ზო­გა­დი, სო­მა­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ უფრო მე­ტად ადეკ­ვა­ტუ­რად იკ­ვე­ბე­ბა და წო­ნა­ში მა­ტე­ბაა. ჩვე­ნი ბოლო ვი­ზი­ტი, თუ არ ვცდე­ბი, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში იყო, მას შემ­დეგ, 7-8 კილო არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. გუ­შინ რომ ავ­წო­ნეთ, 77 კგ და 400 გრ იყო. ეს რაც შე­ე­ხე­ბა მის სო­მა­ტურ ჯან­მრთე­ლო­ბას, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის მხრივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­ურ სტა­ტუსს, აქ დიდი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ვერ ვნა­ხეთ. ყვე­ლა ის დი­აგ­ნო­ზი, რაც მას ჰქონ­და, ისევ რჩე­ბა - სი­სუს­ტე, მთელ დღეს სა­წოლ­ში ატა­რებს, თით­ქმის არ დგე­ბა, არ მოძ­რა­ობს, მეხ­სი­ე­რე­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, ფე­ხე­ბის და­ბუ­ჟე­ბა ისევ რჩე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს, მისი ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი თით­ქმის, უც­ვლე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი სო­მა­ტუ­რი სტა­ტუ­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჯერ არ დაგ­ვი­წე­რია, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა რო­გორ შევ­ჯერ­დე­ბით, არ ვიცი. კარ­გია, რომ სო­მა­ტუ­რი სტა­ტუ­სი გა­უმ­ჯო­ბეს­და, რაც იმის შე­დე­გია, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია კარგ ექი­მებ­თან მკურ­ნა­ლობს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, თო­რემ ამ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­ურ სტა­ტუსს, ამის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ამ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მას ის სტრე­სი, იმ პი­რო­ბებ­ში, რა პი­რო­ბებ­შიც იმ­ყო­ფე­ბა და სა­ი­და­ნაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი - ანო­რექ­სია, კა­ხექ­სია და ა.შ. არ ეხ­სნე­ბა. ალ­ბათ, რე­კო­მენ­და­ცია დი­დად არ შე­იც­ვლე­ბა. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დელ დღეს, თუმ­ცა, სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ვთვლით, რომ ამ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი დას­კვნე­ბი ად­რეც იყო და­წე­რი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე დას­კვნას გა­ვი­მე­ო­რებთ. კარ­გია, რომ ეს დას­კვნა მთლი­ა­ნად ემ­თხვე­ვა იმ დას­კვნას, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ა­კე­თა და რო­მე­ლიც ერთი თვის წინ გა­სა­ჯა­როვ­და“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას, გრი­გო­ლი­ას თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სო­მა­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის შე­დე­გია.

"ჩემ პი­რად აზრს გა­მოვ­თქვამ. სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის თუ არა იმის­თვის, რომ უკან, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რომ გა­და­იყ­ვა­ნონ, ამის დას­კვნის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ მკურ­ნალ ექი­მებს შე­უძ­ლი­ათ. მათ შე­იძ­ლე­ბა რე­კო­მენ­და­ცია გა­ა­კე­თონ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერც ჩვენ მი­ვი­ღებთ და ვერც ისი­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - თუ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­და, ცალ­სა­ხად მგო­ნია, რომ ცოტა ხან­ში და­უბ­რუნ­დე­ბა იმ სტა­ტუსს, რაც 6-7 თვის წინ ჰქონ­და. ზო­გა­დი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის შე­დე­გია, რომ ხან­გრძლი­ვად იმ­ყო­ფე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. თუ უკან გა­და­ვი­და, სა­ი­და­ნაც გად­მო­იყ­ვა­ნეს - პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ვფიქ­რობ, ეს ჩემი აზ­რია და რო­გორც კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა არ გა­ნი­ხი­ლოთ, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში იმ სტა­ტუსს და­უბ­რუნ­დე­ბა, რაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ გუ­შინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. დას­კვნას კონ­სი­ლი­უ­მი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია