nukri
გამოქვეყნდა: 12:22, 24 November 2021
ახალი ამბები / საზოგადოება / სამართალი

კასპში მეუღლის მკვლელობის უმძიმესი საქმის მონაწილე ქალი 7 თვის მერე პირველად ალაპარაკდა – რას აცხადებს ქეთევან ჩხაიძე და როგორ იმართლებს იგი თავს?


კასპში მეუღლის მკვლელობის უმძიმესი საქმის მონაწილე ქალი 7 თვის მერე პირველად ალაპარაკდა – რას აცხადებს ქეთევან ჩხაიძე და როგორ იმართლებს იგი თავს?

კასპში, მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულმა ქეთევან ჩხაიძემ რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა. „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწერილ წერილში ქეთევან ჩხაიძე აღნიშნავს, რომ დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა როგორც ამტკიცებს, მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ეტაპამდე დუმილის უფლებით სარგებლობს და სასამართლოში ჩვენებაც კი არ მისცა, მოკლულის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს. წერილში ჩხაიძე ციხეში ცხოვრებაზეც საუბრობს.

„პენიტენციურ დაწესებულებაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ორი პატარა ბიჭის დედა ხარ და ამ დროს პროკურატურა გარესამყაროსთან კომუნიკაციას გიკრძალავს, აკრძალული მაქვს დარეკვის, ამანათების მიღების და გაგზავნის უფლება. 7 თვეა ბავშვები არ მინახავს, მათი ხმაც კი არ გამიგია. ერთადერთხელ – ადვოკატმა, დისტანციური პროცესის დროს ტელეფონიდან დამანახა მათი სახეები. შესაბამისად, მთელი ამ ხსნის მანძილზე, ჩემი კავშირი სამყაროსთან მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის დახმარებით ხდებოდა მაშინ, როდესაც ჩემს სანახავად შემოდიან და მიყვებიან, თუ როგორ არიან ჩემი პატარები და ჩემი ოჯახი. 

ამასთან, რთულია, როდესაც ერთ ოთახში ხარ ჩაკეტილი, მაგრამ ამასაც შევეჩვიე და პროცესი რომ მაქვს და რამოდენიმე საათით ვტოვებ ჩემს ოთახს, ცუდად ვარ და ერთი სული მაქვს ჩემს საკანში დავბრუნდე. ვიცი, რომ მალე დანაშაულის დაფარვისთვის დამენიშნება სასჯელი და დავისვენებ, გარკვეულწილად თავისუფალი ვიქნები. ერთი სული მაქვს დამთავრდეს პროცესები, გამოიტანოს სასამართლომ განაჩენი და მომეხსნას ეს საშინელი აკრძალვა, რათა ვნახო ჩემი შვილები და ჩემი მშობლები“, – წერს ჩხაიძე.

“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში მისი ქმრის მკვლელობის შესახებ და ფიქრობდა თუ არა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ვერავინ გაიგებდა, როგორც ამას მკვლელობაში ბრალდებული ეუბნებოდა, ჩხაიძე პასუხობს, რომ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ მაშინვე უამბო, როგორც კი ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს.

„ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ამიტომ ვიყავი ძალიან შეშინებული. უნდა მეცნობებინა მაშინვე პოლიციისთვის, მაგრამ ვერ გავბედე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. როგორც კი დამიბარეს, იმავე დღეს გამომძიებელს პირველმა მე მოვუყევი მომხდარის შესახებ და ჩემი მონაყოლის სისწორე დადასტურდა კიდეც მოგვიანებით.

მე ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მკვლელობაში თანამონაწილე ვყოფილიყავი. ჩემი და ჩემი ადვოკატების მიზანი იყო სიმართლის დამტკიცება და მადლობა ღმერთს, დამტკიცდა, რომ ჩემი მეუღლის მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია“, – აცხადებს ბრალდებული.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო მტკიცებულებების განადგურებაში მონაწილეობა და რატომ გარეცხა მეუღლის კუთვნილი სისხლიანი ავტომობილი, ჩხაიძე აცხადებს, რომ „მანქანა მას არ გაურეცხავს და ის ბრალდებულ კახიშვილის და ღუნაშვილის მეგობრებმა გარეცხეს“.

დაკავებული ქალი მეუღლის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ღუნაშვილი მან და კახიშვილმა ერთად მოკლეს.

„როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასამართლო სხდომაზე ჩვენ დუმილის უფლება ვარჩიეთ. თუმცა, ერთი რამ ცალსახად შემიძლია დაგიდსტუროთ – ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მე, ქეთევან ჩხაიძეს არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. მკვლელობის დღიდან მოყოლებული, თითქმის, 6 თვე მიმდინარეობდა გამოძიება, ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან, უსმენდნენ ყველას და ყველაფერს ჩემს გარშემო, თუმცა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, რაც ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობასთან ჩემ შემხებლობას დაადასტურებდა. პირიქით, მტკიცებულებებით გამოირიცხა ჩემი მხრიდან მკვლელობაში მონაწილეობა.

დადასტურდა, რომ ნოდარი მოკლულია არა სახლში, არამედ სახლიდან მოშორებით გარდაიცვალა. ასევე დადასტურდა, რომ მე მისთვის არაფერი ჩამირტყამს. სასამართლოში ჩემი ადვოკატის კითხვებზე ექსპერტმა ისეთი პასუხები გასცა, რითაც გამოირიცხა ჩემი მკვლელობაში მონაწილეობა. მაგალითად, ექსპერტმა თქვა, რომ შესაძლოა, თავში მიყენებული დაზიანებით გათიშულიყო ნოდარ ღუნაშვილი მხოლოდ რამდენიმე წამით მაშინ, როცა მე მაბრალებდნენ, თითქოს, ნოდარი გავთიშე, კახიშვილს ვთხოვე გათიშული კაცის სხვაგან წაყვანა და მოკვლა. ასევე ექსპერტმა ადვოკატის კითხვაზე პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ჩემ მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაცია არ არის არასწორი. მართალია, ძალიან სურდათ მკვლელობის დაბრალება, მაგრამ მჯეროდა, რომ ვერ დამიმტკიცებდნენ იმას, რაც არ ჩამიდენია“, – აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, თუ რა აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი ქალს, რომელიც როგორც თავად აცხადებს, წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, საბოლოოდ კი გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა, ჩხაიძე აცხადებს, რომ „მოძალადე ადამიანთან არავინ უნდა იცხოვროს“.

„ყველას ვურჩევ, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომა. წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის, წამების მსხვერპლი. თითქმის ყოველდღე ვიყავი ძალადობის ქვეშ, მე კი შვილების გამო ვითმენდი ამ კოშმარში ცხოვრებას. მე ყველა ქალს ვურჩევ, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა, რაც მე, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და ერთი დღეც არ იცხოვრონ მოძალადე ადამიანთან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მე ჩემი მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა არ მქონდა მიღებული“, – აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი – ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე – 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი


CTRL
ENTER
იპოვეთ შედომა?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl + Enter
კომენტარები (0)

მსგავსი ამბები:
„რის გამო მოიკლა თავი ქართველმა ქალმა იტალიაში“ – რას ჰყვება ემიგრანტი
„რის გამო მოიკლა თავი ქართველმა ქალმა იტალიაში“ – რას ჰყვება ემიგრანტი
07.12.21, ახალი ამბები / საზოგადოება
მუხლებზე დაცემულს მინჯენით ესროლა - პირველი ინტერვიუ მშობლებთან, რომელებსაც ზურაბ ზვიადაურმა შვილი ჩაუცხრილა
მუხლებზე დაცემულს მინჯენით ესროლა - პირველი ინტერვიუ მშობლებთან, რომელებსაც ზურაბ ზვიადაურმა შვილი ჩაუცხრილა
04.12.21, ახალი ამბები / საზოგადოება
სკანდალი გლდანის ციხეზე – “რაღაც არის ციხეში ისეთი, რაც პროფესიონალი ექიმების თვალმა არ უნდა ნახოს!
სკანდალი გლდანის ციხეზე – “რაღაც არის ციხეში ისეთი, რაც პროფესიონალი ექიმების თვალმა არ უნდა ნახოს!
28.10.21, ახალი ამბები / საზოგადოება
17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩენილი” – ვინ არიან რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულები
17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩენილი” – ვინ არიან რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულები
16.10.21, ახალი ამბები / საზოგადოება
„დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეიძინა ბენზინი და წავიდა გვამის დასაწვავად… პირდაპირ მითხრა, რომ მომიკლავდა ორი კვირის შვილს”
„დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეიძინა ბენზინი და წავიდა გვამის დასაწვავად… პირდაპირ მითხრა, რომ მომიკლავდა ორი კვირის შვილს”
29.09.21, ახალი ამბები / სამართალი
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
18.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება / სამართალი

ასევე წასაკითხი:
სხვა სიახლეები: