ფოტოები: როგორ გამოიყურება სოხუმის ე.წ. ეროვნული გალერეა ხანძრის შემდეგ

ფოტოები: როგორ გამოიყურება სოხუმის ე.წ. ეროვნული გალერეა ხანძრის შემდეგ

21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის ე.წ. ეროვნულ გალერეაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4 ათასზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიხედვით, დაიწვა ისეთი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა: ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა, ვარვარა ბუნოვა, მარინა ეშბა, ვიტალი ლაკრბა, ვალერი გამგია, ვიტალი ჯენია, ამირან ადლეიბა და სხვა მრავალი.

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის თქმით, "ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკლისია".

აფსნიპრესის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარი ნახატების აღსადგენად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორები ჩავლენ.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია